пятница, 27 января 2017 г.

ტექნიკისა და ტექნოლოგიების მოძიება და დამუშავება


MTV-
ს მომსახურება : ტექნიკისა და ტექნოლოგიების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე და შედარებითი ანალიზის გაკეტება

 1
















MTVi მომსახურებათა ფართო სპექტრს გთავაზობთ- ოღონდ საქართველოში აწარმოეთ.

MTVi-ს ერთ -ერთი მომსახურებაა:
უცხოეთში ტექნიკისა და ტექნოლოგიების მოძიება და ტრანსპორტირება
აგრეთვე , ტექნიკისა და ტექნოლოგიების საქართველოში დამუშავება

ამ მიმართულებების საჭიროებაზე ვესაუბრებით ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლევან შენგელიას.


ბატონო ლევან! რამდენად აქტუალურია მომსახურების ფორმა  "ტექნიკისა და ტექნოლოგიების მოძიება" ? 


1. პროფესიონალების მიერ ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად საწარმოს
    ეძლევა საშუალება შეარჩიოს ტექნოლოგიები, რომელთა ხარისხი მაღალია,
    წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება კი - დაბალი.
2. ექსპერტული  მოძიებისას, შეუძლია დაახლოებით ნახევარ ფასში იყიდოს იგივე და
    უკეთესი ტექნოლოგია, პროდუქციის წარმოებისას კი- 50-60 % -ით შეამციროს
    პროდუქციის თვითღირებულება.

ვინ უნდა ჩაატაროს მოძიების სამუშაოები? თითქოს ინტერნეტში ძიება ყველა შეუძლია. 

ძიება უნდა ჩაატაროს ექსპერტმა , რომელსაც აქვს დონე, სისტემურად გაანალიზოს სხვადასხვა ფირმების შემოთავაზებები , ღრმად გაერკვეს ტექნოლოგიებში და გააკეთოს შედარებითი ანალიზი.
არ შეიძლება "საღამოს დაჯდე და შეარჩიო". შეძენამდე სერიოზული კვლევა უნდა ჩაატარო, მით უმეტეს რომ, დღეს ბაზარზე შემოდის კორეის, ვიეტნამის, იაპონიის და სხვა ქვეყნების ძალიან ხარისხიანი საქონელი მესამედ ფასად, ჩვენთან კი - მხოლოდ რამდენიმე ფირმას იცნობენ და ძირითადად იმ ქვეყნებს ტექნოლოგიებზე აქვთ ორიენტაცია, რომლებთანაც კონტაქტები აქვთ.
ტექნოლოგიებისა და ტექნიკის შესარჩევ სამუშაოებზე და დამოუკიდებელ საექსპრეტო
დასკვნებზე გამოყოფილი თანხები ფირმებს ასმაგად უბრუნდება როცა პროფესიონალებს
იზიდავენ ამ სამუშაოების შესასრულებლად .

რას გულისხმობს MTVi -ს შეთავაზება "ტექნიკისა და ტექნოლოგიების საქართველოში დამუშავება " ?

საქართველოს მრეწველობა ჯართად გაყიდეს  , მაგრამ ბევრი  რამის წარმოება საქართველოში მაინც ხერხდება,ძირითადად, მარტივი მოწყობილობების.. ახალგაზრდებმა თავიდან დაიწყეს მექანიკური ქარხნების შექმნა.
როცა ეს შესაძლებელია, MTVi თავაზობს საქართველოში შექმნილ ტექნიკასა და მოწყობილობებს. ისინი მეწარმეს დაახლოებით 10-ჯერ იაფი უჯდება, გარანტორი
საწარმოც აქვეა, რაც კიდევ უფრო ამარტივებს საქმეს..


Комментариев нет:

Отправить комментарий