вторник, 28 апреля 2020 г.

ექსპორტზე მწვანილი გავიდა

სასათბურე მეურნეობიდან დღეს ექსპორტზე 13,5 ტონა მწვანილი გავიდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში, სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.
სასათბურე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებშია დაფუძნებული და ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ფუნქციონირებს. როგორც სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელმა განაცხადა, პანდემიის ფონზე მათ საქმიანობა არ შეუჩერებიათ და დაახლოებით 30-მდე თანამშრომელი აქტიურად მუშაობს.

სასათბურე მეურნეობა, რომელიც 8.5 კვ/მ-ზეა განთავსებული, ძირითადად ექსპორტზე მუშაობს, ზამთრის სეზონზე მათ მოჰყავთ მწვანილი, ზაფხულის სეზონზე კი კიტრი და პომიდორი, რომელიც ასევე ექსპორტზე გადის. ამ დროისთვის სატვირთოებში 13,5 ტონა მწვანილის ჩატვირთვა მიმდინარეობს, რომლებიც სოფელს დღის ბოლოსთვის დატოვებენ.
როგორც აღნიშნულ საწარმოში ყოფნისას ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სახელმწიფო აქტიურად წაახალისებს იმ მეწარმეებს, რომელთაც მუშაობა არ შეუჩერებიათ და ამ დრომდე აქტიურად საქმიანობენ.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

როგორ მოვიფიქროთ ბიზნეს იდეა

ბიზნეს იდეის მოსაფიქრებლად
ავტორი: რივა ლესონსკი
უკვე იცით, რომ ბიზნესის დაწყება გსურთ. ერთი სული გაქვთ, როდის ეტყვით თქვენს ბოსს – “მე წავედი”, და გახდებით საკუთარი თავის უფროსი. ამისთვის მხოლოდ ერთი რამ გაკლიათ: თქვენ გჭირდებათ ბიზნეს იდეა.
შეიძლება გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა კონკრეტულ სფეროში ბიზნესის დაწყებაზე, მაგალითად, ყოველთვის გინდოდათ რესტორნის გახსნა, მაგრამეს ძვირფასი სავახშმო ადგილი უნდა იყოს, მყუდრო სასაუზმე კაფე თუ ეთნიკური სამზარეულო? ან იქნებ სულ არ იცით, როგორი ტიპის ბიზნესი უნდა დაიწყოთ.
ამაში უცნაური არაფერია. ლეგენდებს რომ თავი დავანებოთ, ცოტა საქმიანმა ადამიანმა თუ იცის თავიდანვერისი კეთება სურს. თუ დარწმუნებული არ ხართ, როგორი ტიპის ბიზნესი უნდა დაიწყოთ, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენგან ბიზნესმენი არ დადგება, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უნდა გადადგათ დამატებითი ნაბიჯები ბიზნეს იდეის მისაგნებად. დასაწყისისთვის გთავაზობთ ოთხ სასარგებლო რჩევას:

ნაბიჯი 1: გზა გაუხსენით თქვენს წარმოსახვას
შთაგონებისთვის უნდა მოიძიოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია როგორც  ბიზნესზე ზოგადად, ასევე მცირე ბიზნესზე და მასთან დაკავშირებულ ტენდენციებზე. თუ ფიქრობთ სპეციფიკურ სფეროზე, მოიძიეთ მის შესახებ ბევრი ინფორმაცია. მაგალითად, თუ  რესტორნის გახსნა გსურთ, გაეცანით ვებსაიტებსა და პუბლიკაციებს სარესტორნო ბიზნესის შესახებ. მოინახულეთ ყველა რესტორანი თქვენ გარშემო. დაათვალიერეთ რესტორნების კონკურენტებისაკვები დახლები, ბარები, სწრაფი კვების სასადილოები და მობილური კვების ობიექტები. ვერასდროს იწინასწარმეტყველებთ, თუ საიდან შეიძლება გეწვიოთ შთაგონება.

ნაბიჯი 2: განიხილეთ  კომპანიები, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდებათ
რა საერთო აქვთ ყველასთვის ფავორიტ კომპანიებს? იქნებამაზონზეიმიტომ ხართ მიბმული, რომ ის თქვენს ცხოვრებას ძალიან ამარტივებს? ან იქნებ ლოკალური დამოუკიდებელისენდვიჩ-შოპისფანი იმიტომ ხართ, რომ მისი პერსონალი ძალიან თავაზიანია და წინასწარ იციან, რას შეუკვეთავთიქნებ იცით ერთი პატარა ბუტიკი, სადაც ყოველთვის შეგიძლიათ მეგობრებისთვის გამორჩეული საჩუქრების შეძენა? ჩაინიშნეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, თუ რატომ გამოარჩევთ ასეთ კომპანიებს სხვებისგანიქნება ეს გამაოგნებელი მომსახურება, უნიკალური პროდუქცია, ყველაზე კარგი პასტრამი, რაც კი ოდესმე გაგისინჯავთ, თუ ნებისმიერი სხვა რამ, რაც ამ კომპანიასთან მუდმივად გაბრუნებთ.

ნაბიჯი 3: დაფიქრდით  ყოველდღიურ პრობლემებზე
რა გაღიზიანებთ ჩვეულებრივი დღის განმავლობაში? არ არის აუცილებელი, რომ ეს რამე გლობალური იყოსპატარა ამოცანაც კი, რომლის გადაჭრასაც ნატრობთ, შესაძლოა იქცეს  ბიზნეს იდეად. თუ თქვენგვარად ეს პრობლემა ბევრ სხვა ადამიანსაც აწუხებს, შეიძლება უკვე ნაპოვნი გაქვთ გადასარევი ბიზნეს იდეა. თუ თქვენ და თქვენს ოჯახს სუში გიყვართ, მაგრამ 50 მილის რადიუსში სუშის რესტორანი არ არსებობს, რას გააკეთებთთუ მოთხოვნა საკმარისია, შეგიძლიათ გახსნათ სუშის რესტორანი, სუშის მიტანის სერვისი, ან ადგილობრივ სურსათის მაღაზიებს ყოველდღიურად ახალი სუში შესთავაზოთ. გამოჰკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამშრომლები მათი ყოველდღიური პრობლემების გასარკვევად და თქვენ შეიძლება კიდევ უფრო მეტი იდეა მიიღოთ. ყველაზე წარმატებული კომპანიების უდიდესი ნაწილი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების ნიადაგზე გაჩნდა.

ნაბიჯი 4: გაფილტრეთ თქვენი  იდეები
ამ ეტაპზე უკვე ათობით შესაძლო ბიზნეს იდეა გექნებათ. ახლა დროა, რომ შეამციროთ ისინი. გამოჰკითხეთ აზრი თქვენს მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და ნაცნობ საქმიან ადამიანებს. შემდეგ დაეკითხეთ აზრს მიუკერძოებელ პირებს იმ სამიზნე აუდიტორიიდან, რომელსაც უმიზნებთ (მაგალითად, სუშის მოყვარულებს). ისინი გეტყვიანროგორი უნდა იყოს მათი აზრით ბიზნესი, რომელიც მათთვის სუშის მოთხოვნას დააკმაყოფილებდა. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ მეგობრებითა და ოჯახის წევრებით. ისინი მიკერძოებულები არიან და შესაბამისად, ან აღფრთოვანებაში ჩაგძირავენ ან ბიზნესის დაწყებისა და გარისკვის სურვილს დაგიკარგავენ. იპოვეთ მიუკერძოებელი კლიენტები, ბიზნესის მცოდნეები და სხვა ადამიანები, რომლებსაც  თქვენს მშვენიერ იდეაზე რჩევების მოცემა შეუძლიათ.

პატარა ბრეინშტორმინგის, ანუ  იდეების გენერირების მეთოდის შედეგად თქვენ შეძლებთ ისეთ ბიზნეს იდეამდე მისვლას, რომელიც ნამდვილად იმუშავებს.
ორიგინალიhttps://www.forbes.com/