вторник, 19 января 2021 г.

ფინანსური გეგმა

 ფინანსური გეგმა

ფინანსური გეგმის მიზანია უჩვენოს თქვენი ფირმის პოტენციალი და წარმოადგინოს ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის დროებითი გრაფიკი. შემდგომში იგი შეიძლება გამოყენებული იყოს კომპანიის ფინანსების ოპერატიული მართვისათვის. აქ საჭიროა აღინიშნოს, რომ საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა ყოფილ სსრკ-ში და დასავლეთის ქვეყნებში განსხვავდებოდა ერთიმეორისაგან, და რომ ეს განსხვავება კიდევ არსებობს. ვინაიდან თქვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ იშოვოთ დასავლეთელი პარტნიორი ან დასავლური ინვესტიციები ახალი თუ ძველი საწარმოსათვის თქვენი ფინანსური დოკუმენტები უნდა შეადგინოთ დასავლური ნიმუშების მიხედვით. საერთოდ, პარტნიორს აინტერესებს თქვენი კრედიტუნარიანობა, ე.ი. თქვენი ფინანსური მდგომარეობასაწარმოს ორგანიზაციაზე დანახარჯების შეფასება და მისი ფუნქციონირება, მოგებისა და ზარალის ანგარიში, საბალანსო უწყისი და საკასო გეგმა. ყველა ამ დოკუმენტს დასავლეთის ქვეყნებში აქვთ განსაზღვრული სტანდარტი2.

რაც შეეხება თქვენს კრედიტუნარიანობას, მეტად სასურველია, რათა წარმოდგენილი იქნეს მოგებისა და ზარალის ანგარიში, აგრეთვე თქვენი ფირმის საბალანსო ანგარიში მიმდინარე წელს (პროგნოზი) და მომავალ 2 წელიწადში თუ  თქვენი ფირმა უკვე ფუნქციონირებს. საქმე იმაშია, რომ დასავლეთში კორპორაციები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გამოაქვეყნონ ამგვარი დოკუმენტები. ამიტომ ძალიან უცნაური იქნება თუ თქვენი საბუღალტრო ანგარიში საიდუმლო აღმოჩნდება. ამასთან ორივე ეს ფინანსური დოკუმენტები შეგიძლიათ გამოსთხოვოთ თქვენ მომავალ პარტნიორსაც. ეს გარემოება მას არანაირად არ გაანაწყენებს, პირიქით, დაარწმუნებს იმაში, რომ მას საქმე აქვს სოლიდურ, სერიოზულ პარტნიორთან.


ა) ფირმის ოპერაციების დაწყების მომენტისათვის მომზადებაზე საჭირო ხარჯები. კრედიტორი მოგვთხოვს დეტალურ ჩამონათვალს იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია ოპერაციების მომზადებაზე და დაწყებაზე. სრულ ექსპლუატაციურ ხარჯებთან ერთად 1-3 თვეში. ამ ხარჯებში, როგორც წესი შედის როგორც ერთდროული ხარჯები (მოწყობილობა, მანქანები, მოძრავი ქონება, მოწყობილობის დაყენების ღირებულება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და საწარმოო შენობების რეკონსტრუქცია, ნედლეულისა და მასალების საწყისი მარაგები, გადასახადები და ერთდროული ანაზღაურება, ლიცენზიის საფასურის, რეგისტრაცია და პრეზენტაცია და გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის ნაღდი ფული), ისე მიმდინარე (განმეორებადი) ხარჯები სამი თვის განმავლობაში (მთელი ხელფასი და ჯილდოები, იჯარა, რეკლამასატრანსპორტო ხარჯები, საექსპლუატაციო ხარჯები, ყველა სახის დაზღვევები (გადასახადები) სახელმწიფო და ადგილობრივი), სესხებზე და კრედიტებზე პროცენტის გადახდა, რემონტი და პროფილაქტიკა, პერსონალის მომზადებაზე ხარჯები, აგრეთვე გაუთვალისწინებელი ხარჯები.

ბ) სტანდარტული ანგარიში მოგებაზე და ზარალზეიგი გვიჩვენებს ახალი  საწარმოს შექმნის ფინანსურ შესაძლებლობას. გამოიყენებთ, რა გაყიდვებისა და მათი შესაბამისი საწარმოო დანახარჯების პროგნოზს, მოამზადეთ მოგებისა და ზარალის სტანდარტული ანგარიში სულ ცოტა პირველი სამი წლისათვის. ამასთან მოიყვანეთ სრული ჩამონათვალი დაშვებებისა, რომელიც თქვენ გააკეთეთ სტანდარტული ანგარიშის შედგენის დროს. შეიტანეთ ბიზნეს-გეგმის მეათე განყოფილებაში ყველაძირითადი მომენტები, რომლებმაც შეიძლება მოგცეთ გაყიდვების შემცირება 20%-ით მაინც საპროექტო ღირებულებიდან.

ზოგადი სახით სტანდარტული ანგარიში შეიცავს რეალიზებული პროდუქციის ღირებულებას, თვითღირებულებას, საერთო მოგებას, საწარმოო დანახარჯებს, წმინდა შემოსავალს ან ზარალს.

გ) საბალანსო უწყისი. ძირითადი განსხვავება, რომელიც მდგომარეობს საბალანსო ანგარიშების შედგენაში დასავლეთის ქვეყნებში და ყოფილ სსრკ-ში, მდგომარეობდა იმაში, რომ ჯერ ერთი, აქტივის ნაწილში არ აისახებოდა ე.წ. «შეუხებელი» აქტივები (ისინი შეიძლება იყოს პატენტების, სავაჭრო მარკების ქონა, ფირმის რეპუტაცია, სახელმწიფო ორგანოებთან კარგი ურთიერთობანი, რომლებიც თქვენ უზრუნველგყოფენ უპირატესი კეთილგანწყობით ბიზნესში, თქვენი მონოპოლური მდგომარეობა ბაზარზე და ა.შ.); მეორე, პასივებში არ მოიყვანებოდა ფირმის თვითღირებულების სტრუქტურა. ვინაიდან თქვენ აპირებთ შექმნათ აქციონერული საზოგადოება ან პარტნიორობა, რომელიც წარმოადგენს რამოდენიმე პიროვნების საკუთრებას, ეს თხოულობს, რომ ბალანსის განყოფილებაში შევიდეს მუხლი, რომელიც ასახავს საკუთრების სტრუქტურას.

საბალანსო უწყისი წარმოადგენს თქვენი კომპანიის ფინანსურ პირობას განსაზღვრული თარიღისათვის. იგი დეტალურად აღწერს თქვენი კომპანიის საკუთრების ელემენტებს (აქტივები) და ვალდებულებების სიდიდეს (პასივები). იგი აგრეთვე გვიჩვენებს თქვენი კომპანიის წმინდა ღირებულებას და მის ლიკვიდურობას (ნაღდ ფულად გადაქცევას). ეს დოკუმენტი შეადგინეთ 3-4 წლით ადრე.

დ) საკასო გეგმის ანალიზი. გააკეთეთ საკასო ნაღდი ფულის მოძრაობის პროგნოზი თვეების მიხედვით ოპერაციის პირველი წლისათვის და კვარტლების მიხედვით სულ ცოტა ორი წლისათვის, თანაც დეტალურად უჩვენეთ მოსალოდნელი შემოსავლები და გასავლები; განსაზღვრეთ დამატებითი ფინანსირების საჭიროება და ვადები და უჩვენეთ როგორ უნდა იქნეს მიღებული დამატებითი ფინანსირება (სააქციო ფინანსირების მეშვეობით საბანკო სესხებით, მოკლევადიანი საბანკო კრედიტების გზით), რა პირობებით, როგორ ანაზღაურდება ნასესხი საშუალებები.

უჩვენეთ, კრედიტორების მიერ გადასახდელების პირობების შესახებ დაშვებები, ხელფასების გეგმიურ ზრდაზე სხვა მოსალოდნელ საოპერაციო ხარჯებზე, სეზონურობის გავლენაზე, მარაგების ბრუნი წლის განმავლობაში, კაპიტალური მოწყობილობის შესყიდვებზე და ა. შ.

ე) წამგებიანობის ანალიზი. თქვენ და თქვენმა პარტნიორმა ზუსტად უნდა განსაზღვროთ რომელი ხელფასი წარმოადგენს მუდმივს და რომელი იცვლება ბიზნესის სიდიდის ცვლილებასთან. შეიძლება გამოყენებული იქნეს მარტივი ფორმულა წამგებიანობის წერტილის განსაზღვრისათვის.

გაყიდვების                საერთო ფიქსირებული ხარჯები მოცულობის         

წამგებიანობის         ერთეულის ფასი-პროდუქტების ერთეულზე სიდიდე                      ცვალებადი დანახარჯები

 

ვ)  ფირმის  მოღვაწეობის  ფინანსური  მაჩვენებლები.  ამ  განყოფილების დასასრულს საჭიროა მოცემული იქნეს შეფასება ფირმის საქმიანობის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.

ა.  გაყიდვებიდან მიღებული წმინდა შემოსავალი. ეს მაჩვენებელი მიიღება გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი თქვენი მოგების გაყოფით წლის განმავლობაში გაყიდვების მოცულობაზე;

ბ. ფირმის აქტივებისა და პასივების მდგომარეობის მიმდინარე კოეფიციენტი. ეს არის მიმდინარე აქტივები გაყოფილი მიმდინარე ვალდებულებებზე. ფირმების უმრავლესობა განიხილება როგორც ფინანსურად ჯანმრთელი ფირმები, როდესაც ეს მაჩვენებელი უდრის 2-ს ან მეტია მასზე.

გ. რენტაბელობა – ეს არის წმინდა  მოგება  გაყოფილი  ინვესტირებულ  კაპიტალზე.

აქ საჭიროა მხედველობაში გვქონდეს, რომ დასავლელი პარტნიორისათვის კაპიტალის დაბანდება საქართველოს ეკონომიკაში ჯერ-ჯერობით კიდევ ითვლება სარისკო საქმედ. დასავლეთში ასეთი სახის დაბანდებები ხორციელდება თუ დაბანდებულ კაპიტალზე დაბრუნება შეადგენს არა ნაკლებ 40-60%.

 

წყარო :ბიზნეს.გეგმა:დამუშავების მეთოდიკა.გამომცემელი:შიდა ქართლის საერო უნივერსიტეტის კომპიუტერული ცენტრი.დირექტორი: ზაურ (ბაჩო) თეთრუაშვილი.რედაქტორი: ზურაბ თეთრუაშვილი.კომპიუტერული უზრუნველყოფა: თეა ფხალაძე. გორი.2007

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий