четверг, 18 февраля 2021 г.

როგორ გამოვიყენო ფიჭვის მტვერი?

 


https://ihow.ge/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AD%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1/

ფიჭვის მტვრის შესახებ

ფიჭვის მტვერი ბუნების ერთ-ერთი ნობათთაგანია. იგი გამოიყოფა ფიჭვის გირჩის ყვავილობისას. ხეებს უჩნდებათ მცირე კვირტოვანი წამონაზარდები, რომლებიც შემდგომი მომწიფების შემდეგ იწყებენ დამტვერვას და განაყოფიერებას. სწორედ ეს მტვერი ოდითგანვე გამოიყენება სხვადასხვა მიზნებით, განსაკუთრებით სამკურნალოდ.

მოპოვების წესი

წიწვოვანი მცენარეების ყვავილობის პერიოდი განსხვავებულია და ეს მხოლოდ ვიზუალურად ჩანს, გრძელდება რამდენიმე დღე გაზაფხულზე. სწორედ ამ დროს წიწვოვან ტყეში განსაკუთრებით მარგებელია ორგანიზმისათვის, ხოლო დანარჩენი პერიოდისთვის ხდება მტვრის შეგროვება შემდგომი გამოყენების მიზნით. მტვრის მოგროვება არ შეიძლება ეკოლოგიურად დაბინძურებულ ან დასახლებულ პუნქტებთან ახლო მდებარე ტყეებში, უმჯობესია მთიან ადგილებში, სადაც მტვერი მეტად სუფთა და შესაბამისად, მარგებელიც იქნება.

სამკურნალო თვისებები

ფიჭვის მტვერი ძირითადად გამოიყენება ბრონქიტის, ფილტვების ანთებისას, ასთმური დაავადებებისგან აღადგენს სისხლის თხელ კაპილარებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და იცავს შედედაბისგან, ტრომბისგან და ა,შ, აჯანსაღებს გულს, შველის ჰაერის უკმარისობას, ცხიმოვანი დაავადებებსა და არტერიულ წნევებს, გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით, განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ახლად ნაოპერაციევ ორგანიზმზე გამაგრების მიზნით ანადგურებს ტუბერკულოზის ჩხირებს, სხვადასხვა ბაქტერიებს და ხელს უშლის კიბოს განვითარებას ზამთარში და გაზაფხულზე ვიტამინების სიმცირისას კარგი საშუალებაა იმუნიტეტის აღსადგენად.

მიღების წესი

1 ჩაის კოვზი მტვერი და აურიეთ 2 ჩაის კოვზ თაფლთან ერთად და მიიღეთ ერთ ჯერზე.

დღეში ერთხელ. კურსი შეიძლება იყოს 1 თვიანი (კურსებს შორის აუცილებელია 2 კვირა შესვენება).

თუ თაფლის მიმართ ვართ ალერგიულები, მტვერი შეგიძლიათ შეურიოთ რძეში, კარგად გახსნათ და ამ სახით მიიღოთ. 1 ჩაის კოვზი მტვერი 500 გრამ რძეში – 2–3 მიღებაზე.

ფიჭვის მტვრის გამოყენება ბავშვებში

ჩვეულებრივ იყენებენ ხოლმე ფიჭვის მტვერისა და თაფლის ნაზავს.
რაც შეეხება ბავშვის ხშირი ავადმყოფობას და დაბალ იმუნიტეტს მიზეზი შეიძლება იყოს დაბალი ჰემოგლობინი, კალციუმის ნაკლებობა, დისბაქტერიოზი, ჭიებით ინვაზია ან სხვა რამ.

იმუნიტეტი რომ გაძლიერდეს, ბავშვს ყველა ეს ფაქტორი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს.

იზრუნეთ ბავშვის გაკაჟებაზე, იმუნიტეტის გასაძლიერებელი არამედიკამენტური საშუალებებია სუფთა ჰაერი, ნორმალური ძილი, ჯანსაღი კვება: ახალი ხილისა და ბოსტნეულის, რძისა და რძის პროდუქტების მიღება.
ეცადეთ,კურორტზხე დასვენება დაამთხვიოთ დამტვერვის პერიოდს. ხშირად ასეირნეთ სუფთა ჰაერზე, წიწვოვან ტყეში. ეცადეთ, შეარჩიოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო სასეირნოდ.

შენიშვნა: მტვრის მოხმარებამდე აუცილებლად დარწმუნდით, რომ არ ხართ ალერგიული აღნიშნული პროდუქტის მიმართ.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი - 577 235 400სკაიპი - medgeo.netელფოსტა - Caumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий