суббота, 2 января 2021 г.

საბუღალტრო აღრიცხვის მიმოხილვა

ბუღალტრული მონაცემები – უმნიშვნელოვანესი ინფორმაციაა  საწარმოს ხელმძღვანელებისსახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოებისთვის

ბუღალტრულ აღრიცხვას ნებისმიერი ტიპის საწარმოსთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი ასეთი დიდი მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ ბუღალტერიის ანგარიშებს დიდ ყურადღებს უთმობს როგორც ხელმძღვანელი პირები, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები და საზოგადოებაც. ყველა მათგანს აქვს მიზეზი, თუ რატომაა საჭირო ბუღალტრული ინფორმაცია მათთვის. მაგალითად, კომპანიის ხელმძღვანელობას ეს ინფორმაცია აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები ახალ პროექტებთან დაკავშირებით, წაახალისონ თუ არა კომპანიის მუშაკები და სხვ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს (საგადასახადო სამსახური, სტატისტიკის სამსახური), მათი ინტერესი სხვა მიზეზითაა გამოწვეული. მაგალითად, სტატისტიკის დეპარტამენტს აინტერესებს ამათუ იმ ფირმის შესახებ ბევრი ინფორმაცია. კერძოდ, რამდენი მუშახელი ჰყავს დაქირევებული, რათა შემდგომ დაითვალოს სახელმწიფოში უმუშევრობის დონე, გაიგოს გამოშვებული პროდუქციის რაოდენობა, რაც საჭიროა ზოგიერთი ეკონომიკური მაჩვენებლის დასათვლელად და ა.შ. რაც შეეხება საგადასახადო სამსახურებს, მათი ძირითადი ინტერესი გამოწვეულია იმით, რომ მოახდინონ სახსრების მობილიზება სახელმწიფი და ადგილობრივ ბიუჯეტებში. ასევე  ზუსტად იქნას დათვლილი მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსავლები (კერძოდ,საგადასახადო შემოსავლები).

ბევრი მსხვილი კომპანია ყოველწლიურად აქვეყნებს თავის ფინანსურ ანგარიშს, რათა, ერთი მხრივ, დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი მისი  კომპანიისადმი და, მეორე მხრივ, მოახდინოს ფირმის  პოპულარიზაცია, მოიზიდოს მეტი კლიენტი და ა.შ.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები ნებისმიერი ეროვნების ინოვატორს საშუალებას აძლევსგაერკვეს ნებისმიერი ფირმის მდგომარეობაში

ბუღალტრული აღრიცხვის მიზანია გადმოსცეს  ინფორმაცია  ყველასათვის გასაგები ენით. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ ციფრებით. ამისათვის მსოფლიოში ბევრი ქვეყანა შეთანხმებულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე, მათ შორის საქართველოც. ეს სტანდარტები გულისხმობს იმას, რომ ყველა სახის ბუღალტრული ინფორმაცია, იქნება ეს შემოსავალი, ხარჯი, ბალანსი თუ სხვა, აღინიშნება რიცხვებით. სწორედ ამის დამსახურებაა ის, რომ ნებისმიერი ეროვნების ინვესტორს შეუძლია თარჯიმნის გარეშე, ერთი თვალის გადავლებით, გაიგოს თუ რა ხდება მისთვის საინტერესო ფირმაში.

ბუღალტერიაში საანგარიშო წლად მიიჩნევა კალენდარული წელი, ანუ მთელი წელი დაწყებული 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

საწარმო ვადებულიასაგადასახადო ინსპექციას პეროდულად აბაროს დეკლარაციები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კომპანიების ბუღალტრული ინფორმაციით დაინტერესებულია საგადასახადო სამსახური. საგადასახადო კოდექსის თანახმად ყველა კომპანია ვალდებულია, საგადასახადო ინსპექციას აბაროს დეკლარაციები. არსებობს სხვადასხვა სახის დეკლარაციები. ისინი ზოგადად შეიძლება დავყოთ ორად: გადასახადის სახეობის მიხედვით და პერიოდულობის მიხედვით.

გადასახადის სახეობის მიხედვით დეკლარაცია არსებობს იმ კონკრეტული გადასახადისთვის, რომლის გადამხდელიცაა ესა თუ ის კომპანია, მაგალითად, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია, რომლის ჩაბარება საგადასახადო ინსპექციაში სავალდებულოა მაშინ, როდესაც გაცემულია ხელფასი, პრემია ან სხვა სახის ფულადი/არაფულადი სახსრები. მაგალითად, თუკი მაისში ჩვენ გავცემთ დაქირავებით მომუშავეებზე ხელფასს ან სხვა სახის ფულად/არაფულად განაცემს, ჩვენ ვალდებულება გვექნება მაისის დამთავრებიდან 15 დღის  ვადაში  დეკლარაცია წარვადგინოთ საგადასახადოში, მაგრამ თუ არანაირი განაცემი არ გვექნება მაისის თვეში, ჩვენ გავთავისუფლდებით ცარიელი დეკლარაციის ჩაბარებისაგან. ანუ აღნიშნული დეკლარაცია ბარდება მხოლოდ მაშინ როდესაც გვაქვს განაცემი. პერიოდულობის მიხედვით დეკლარაცია შეიძლება იყოს ყოველთვიური და წლიური. წლიური დეკლარაციებია: მოგების, ქონებისა და საშემოსავლო (წლიური საშემოსავლო გადასახადის ფორმას სხვა ფორმა აქვს ყოველთვიურისგან განსხვავებით) დეკლარაციები. ყოველთვიურია დეკლარაციები: საშემოსავლო, დამატებული ღირებულების გადასახადისა და აქციზის გადასახადის დეკლარაციები.

სალაროს შემოსავლის ორდერში მიეთითება ვინ შემოიტანა თანხარა მიზნითრა რაოდენობით

საწარმოში ფულადი სახსრების მოძრაობა (შემოსვლა, გასვლა) აღირიცხება სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერებით. სალაროს შემოსავლის ორდერი უნდა შეივსოს მაშინ, როდესაც საწარმოში შემოდის ფული. ეს  კი  შეიძლება  მოხდეს საქონლის რეალიზაციის შედეგად, სესხის დაბრუნების დროს, ბანკიდან ფულის შემოტანის დროს და ა.შ. აღნიშნულ ორდერში უნდა ჩაიწეროს თუ ვისგან არის თანხა მიღებული, რა მიზეზით, რამდენი, რომელ თარიღში და ა.შ. ეს  ორდერი შედგება ორი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი რჩება ორგანიზაციაში, ხოლო მეორე გადაეცემა თანის შემომტანს. ამ ორი ნაწილის შუაში მოსახევი ხაზია, სადაც მოხევამდე ერტყმება ორგანიზაციის ბეჭედი.

გასავლის ორდერში მიეთითება გამოწერის თარიღიმიზნობრიობათანხის მიმღები პიროვნების მანაცემები

რაც შეეხება გასავლის ორდერს, ის ერთიანია. ეს ორდერი გამოიწერება მაშინ, როდესაც საწარმოდან გადის ფულადი სახსრები (მაგალითად, რამის შესაძენად, მივლინებაში წასვლის დროს, ხელფასების გაცემოს დროს და ა.შ.). ამ ორდერს თან უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ ეს თანხა იმისთვისაა დახარჯული, რისთვისაც გაიცა საწარმოდან (მაგალითად, დღგ ანგარიშ-ფაქტურა, სახელფასო უწყისი, სასაქონლო ზედნადები, თანხის საბანკო ანგარიშზე შეტანის საბუთი და ა.შ.). გასავლის ორდერში უნდა მიეთითოს გამოწერის თარიღი, მიზნობრიობა, თანხის მიმღები პიროვნების მონაცემები. ორდერი დამოწმებული უნდა იყოს საწარმოს დირექტორისა და მთავარი ბუღალტრის ხელმოწერებით. თანხის გატანის დროს კი ხელს აწერს ფულის გამცემი მოლარე. პატარა ორგანიზაციებში ხშირად ბუღალტრისა და მოლარის ფუნქციებს ერთი ადამიანი ითავსებს და შესაბამისად ის აწერს ხელს ორივეგან. იმ შემთხვევაში, თუ თანხის განკარგვაზე პასუხისმგებელი პირი ვერ წარმოადგენს ხარჯის დამადასტურებელ დოცუმენტს, მაშინ ბუღალტერი მოვალეა, აღნიშნული თანხა გამოაკლოს მის ხელზე ასაღებ ხელფასს.

ყოველდღიურად სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერების საფუძველზე ივსება სალაროს წიგნი.

ზემოთ ნახსენები ორდერები თავს იყრიან სალაროს წიგნში. სალაროს წიგნის გახსნამდე წიგნი უნდა დაილუქოს – გაიხვრიტება ორგან, გაეყრება ზონარი, დაეკვრება ზედ ფურცელი, გაკეთდება მთავარი ბუღალტრისა და დირექტორის ხელმოწერები და დაერტყმება ორგანიზაციის ბეჭედი. სალაროს წიგნის თითოეული ფურცელი თავიდანვე გადანომრილი უნდა იყოს, რადგან არ მოხდეს ფურცლის ამოხევა. წიგნის ყველა ფურცელზე ორი ერთი და იგივე ცხრილი და მონაცემებია დაბეჭდილი. ეს ფურცელი უნდა გადაიკეცოს ორ ტოლ ნაწილად, ჩაიდოს შუაში კოპირებადი ქაღალდი და ისე მოხდეს მისი შევსება. პირველ გადაკეცილ გვერდზე შევსებული ინფორმაცია კოპირდება მოერე გვერდზე, რომელიც დღის დასრულების შემდეგ უნდა მოიხეს და თან დაერთოს ბუღალტერიაში შემოსულ დოკუმენტებს. დღის დასრულების შემდეგ ხდება სალაროს შემოსავლებისა და ხარჯების დაჯამება, ხდება სალაროს ნაშთის გამოანგარიშება. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილ ოპერაციებს აკეთებს მოლარე ან მოლარის არ არსებობის შემთხვევაში ბუღალტერი.

სალაროს წიგნის წარმოება სავალდებულოა ყოველ დღე, როცა კი არის ფულადი სახსრების შემოდინება ან გადინება საწარმოს სალაროდან. მასში ჩანაწერის გადაშლა ან ამოფხეკვა დაუშვებელია. თუ მოხდება შეცდომა, ის  უნდა  გადაიხაზოს ისე, რომ ჩანდეს თუ რა არის შეცდომით ჩაწერილი და ამის მერე მოხდეს სწორი ინფორმაციის ჩაწერა.

მომხმარებელსსურვილისამებრუნდა გავუწეროთ სასაქონლო ზედნადები და დღგ ანგარიშფაქტურა.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ყველა ორგანიზაცია ვალდებულია, რომ  ბანკში ჰქონდეს ერთი სალარე ანგარიში მაინც, ვინაიდან გადასახადების გადახდა წარმოებს მხოლოდ გადარიცხვით. მაგალითად, თუ კომპანია გასცემს ხელფასებს, ბუღალტერი ვალდებულია, ჯერ გადარიცხოს საშემოსავლო  გადასახადი.  ამისთვის ბუღალტერი აკეთებს საგადასახადო დავალებას თავისი მომსახურე ბანკისთვის, რითიც ის ბანკს ავალებს თანხის გადარიცხვას ამა თუ  იმ  გადასახადის ანგარიშზე. საგადასახადო დავალება ორ ეგზემპლარად  დგება. აქედან ერთი რჩება ბანკს, მეორე კი ბრუნდება საწარმოს ბუღალტერიაში. სწორედ საგადასახადო დავალებითაა შესაძლებელი ფულის გადარიცხვა სხვა საწარმოსათვის ან თუნდაც თანამშრომლისთვის.

საგადასახადო დავალება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: თარიღი, ფულის გადამრიცხველი ორგანიზაციის დასახელება, მომსახურე ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ორგანიზაციის საბანკო ანგარიში. თუ ბიუჯეტში ვრიცხავთ თანხას, უნდა დამატებით მიეთითოს, რომ  ირიცხება  სახელმწიფო/ადგილობრივ ბიუჯეტში და, რაც მთავარია, უნდა მიეთითოს გადასახადის  სახელი  და  კოდი. თუ თანხას არ ვრიცხავთ ბიუჯეტში და ვრიცხავთ სხვაგან (იურიდიულ ან ფიზიკურ პირთან), უნდა მივუთითოთ მიმღების დასახელება, ანგარიშის ნომერი, მომსახურე ბანკი, მომსახურე ბანკის კოდი და დანიშნულება. საგადასახადო დავალებაში თანხა მიეთითება როგორც ციფრებით, ასევე სიტყვიერად. საგადასახადო დავალება მოწმდება ხელმომწერის ან ხელმომწერების მიერ და ერტყმება ორგანიზაციის ბეჭედი. ხელმომწერი აღნიშნავს ორგანიზაციის თანამშრომელს (როგორც წესი დირექტორი ან ბუღალტერი, ან ორივე ერთად), რომელსაც თავისი ხელმოწერა (ფაქსიმილიე) დამოწმებული აქვს ნოტარიულად და წარდგენილი აქვს ბანკში. საგადასახადო დავალებაზე შეიძლება გაკეთდეს მაქსიმუმ ორი ხელმოწერა.

ტექნოლოგიების განვითარების გამო შესაძლებელია გადასახადებისა და სხვა გადარიცხვების განხორციელება კომპიუტერის დახმარებით, რაც თავიდან აგვაცილებს საგადასახადო დავალების შევსებასა და ბანკში წარდგენას.

როდესაც ჩვენი ორგანიზაცია ყიდის საქონელს სხვადასხვა ორგანიზაციასა თუ მეწარმე ფიზიკურ პირზე, მოთხოვნის შემთვხევაში, ჩვენ ვალდებული ვართ მყიდველს გამოვუწეროთ სასაქონლო ზედნადები, ხოლო თუ დღგ  გადამხდელებიც ვართ, მაშინ უნდა გამოვუწეროთ დღგ ანგარიშ-ფაქტურაც. სასაქონლო ზედნადები, დღგ ანგარიშ-ფაქტურისგან განსხვავებით,  არ  არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შეძენა შესაძლებელია საკანცელარიო მაღაზიებში და მისი გაფუჭების შემთხვევაში შეგვიძლია გადავაგდოთ, რაც დაუშვებელია დღგ ანგარიშ-ფაქტურაზე. დღგ ფაქტურა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია და გასცემს მხოლოდ საგადასახადო ინსპექცია. ყველა ფაქტურას აქვსსაკუთარი რიგითი ნომერი და სერია ცალკე ნომრით. ის შედგება 4 ერთნაირი ინფორმაციის მატარებელი ფურცლისგან. პირველ გვერდზე შეტანილი ინფორმაცია ავტომატურად გადადის დანარჩენ სამ გვერდზეც. როდესაც ხდება ფაქტურის გამოწერა, გამოწერილი ფაქტურის მეოთხე ეგზემპლარი დეკლარაციასთან ერთად უნდა წარედგინოს საგადასახადო ინსპექციას მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. გამოწერის დროს 1 და 3 ეგზემპლარები გადაეცემა საქონლის/მომსახურების მყიდველს, რომელმაც 3 ეგზემპლარი თავის დეკლარაციასთან ერთად მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნდა წარადგინოს საგადასახადო ინსპექციაში. აღნიშნულ დოკუმენტში ინფორმაციის გადაშლა, ამოფხეკვა დაუშვებელია. თუ მოხდება ისე, რომ მცდარ ინფორმაციას შევიტანთ ფაქტურაში, მაშინ უნდა გავაუქმოთ ეს ფაქტურა და გამოვწეროთ კორექტირების ანგარიშ-ფაქტურა.

სალარო აპარატი – აუცილებელი ატრიბუტი ნაღდი ფულით მოვაჭრემეწარმისთვის.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ყველა მეწარმე პირი, თუკი ის რეალიზაციით იღებს ფულს ხელზე, ანუ სალაროში, ვალდებულია იქონიოს სალარო აპარატი. სალარო აპარატისგან თავისუფლდება რამდენიმე სახის ვაჭრობა, მაგალითად, პირი, რომელიც დატარებით ყიდის საქონელს. ასევე ვთავისუფლდებით სალარო აპარატის ქონისგან მაშინ, როდესაც პროდუქციას ვყიდით მხოლოდ მეწარმეებზე და ვუწერთ დღგ ანგარიშ-ფაქტურას. ეს იმიტომ, რომ აღნიშნული დოკუმენტი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია. სხვა დანარჩენ შემთხვევაში სალარო აპარატის ქონა და გამოყენება სავალდებულოა! სალარო აპარატი ყიდვის შემდეგ უნდა დარეგისტრირდეს იმ საგადასახადო ინსპექციაში, რომლის ტერიტორიაზეც დაიდგმება. საგადასახადო ჩართავს აპარატის ფისკალურ მეხსიერებას და ამის შემდეგ გაყიდული საქონლის თანხები შეინახება აპარატში. ყოველი დღის დასრულების შემდეგ სავალდებულოა ზედ ანგარიშის გაკეთება, რაც იმას გულისხმობს, რომ მთელი დღის ნავაჭრი უნდა ამოვბეჭდოთ სალარო აპარატიდან და შევინახოთ 3 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ  გვექნება  ვალდებულება, რომ ვიქონიოთ სალარო აპარატი და არ შევიძენთ, ეს ქმედება ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში 5 000 ლარს,  კიდევ არ შეძენის შემთხვევაში კი – 10 000 ლარს. თუ გვიდგას სალარო აპარატი და არ ვიყენებთ, პირველ შემთხვევაზე ვჯარიმდებით 500 ლარით,  მეორე  შემთხვევაზე 1 500 ლარით, ყველა შემდგომ განმეორებაზე – 2 500 ლარით.

ხელფასი

ხელფასის გაცემამდე უნდა გადავრიცხოთ საშემოსავლო გადასახადი.

ხელფასი წარმოადგენს დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის გაწეული შრომის ანაზღაურებას. ანაზღაურება შეიძლება იყოს როგორც ფულადი, ასევე – მატერიალური. მაგალითად, პურის ქარხანა შეთანხმებულია დაქირავებულთან, რომ მისცემს ხელფასის სახით 200 ლარს და ყოველ დღე 3 პურს. ამ შემთხვევაში ქარხანამ საშემოსავლო გადასახადი უნდა დაუკავოს როგორც 200 ლარზე, ასევე – თითოეული პურზე (პურის ფასად უნდა ჩაითვავალოს თანხა, რამდენადაც ყიდის ქარხანა ამ პურს). როგორც თქვენთვის ცნობილია, საშემოსავლო გადასახადი 20%- ია. ხელფასი შესაძლებელია გაიცეს როგორც სალაროდან, ასევე  –  ბანკის მეშვეობით. მანამ, სანამ მოხდება ხელფასის გაცემა, აუცილებელია, შევადგინოთ სახელფასო უწყისი და გადავრიცხოთ საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადარიცხვის შემდეგ კი შეგვიძლია დავარიგოთ ხელფასები. როდესაც ხელფასი გაიცემა სალაროდან, თანხის მიმღები თითოეული ადამიანი ხელს აწერს თანხის მიღებაზე. ეს ოპერაცია უნდა გატარდეს სალაროს წიგნშიც და გამოიწეროს შესაბამისი თანხის ოდენობის გასავლის ორდერი.

მოგება ზარალი

სამეურნეო წლის დასრულების შემდეგ თვის ვადაში  ნებისმიერმა საწარმომ  უნდა წარადგინოს მოგება/ზარალის უწყისი.

სამეურნეო წლად ითვლება კალენდარული წელი. მეწარმეს წლის დასრულებიდან ეძლევა 3 თვე იმისათვის, რომ მოახდინოს საკუთარი ფირმის შემოსავლებისა და ხარჯების დაანგარიშება, რათა გამოიყვანოს მოგება ან ზარალი. როგორს წინა ტრენინგიდან იცით, უნდა ჩაბარდეს მოგების წლიური დეკლარაცია, სადაც მუხლების მიხედვით, დაჯამებულად, უნდა ჩაიწეროს  საოპერაციო, არასაოპერაციო შემოსავლები და ხარჯები, ძირითადი საშუალებების (ის მანქანა- დანადგარებია, რომლის დახმარებითაც ვაწარმოებთ ბიზნესს) ცვეთა, რომელიც თავისი შინაარსით ხარჯების კლასში შედის. როდესაც ჩვენ ვყიდულობთ  მაცივარს, დახლებს, ავეჯს და სხვა ინვენტარს, ვთქვათ, მაღაზიისთვის, მასში გადახდილ თანხას იმავე წელს არ გავატარებთ ხარჯებში. ის იმტომ ხდება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები წლების განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ და ხარჯშიც პროპორციულად უნდა ავსახოთ. მაგალითად, თუ ჩვენ გვაქვს 5000 ლარიანი მაცივარი და მისი გამოყენების ვადაა 5 წელი, მაშინ ამ თანხას გავანაწილებთ წლების მიხედვით და ყოველ წელს გავატარებთ ხარჯში. აღსანიშნავია ისიც, რომ საგადასახადო კოდექსი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ძირითად საშუალებაში გადახდილი თანხა იმავე წელს ბოლომდე გამოვქვითოთ.

იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ორგანიზაცია გავა მოგებაზე, მაშინ ვალდებულები ვიქნებით მოგების გადასახადი გავყოთ 4 ტოლ ნაწილად და გადავიხადოთ პირველი 15 მაისამდე, მეორე 15 ივლისამდე, მესამე 15 სექტემბრამდე და მეოთხე  15 დეკემბრამდე. ამ გადასახდელებს მიმდინარე გადასახდელები ეწოდება და წარმოადგენს გადასახადის ავანსად, წინასწარ გადახდას. როდესაც  დამთავრდება ეს წელიც და 1 აპრილამდე შევადგენთ დეკლარაციას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოგების გადასახადის რაღაც ნაწილი გადახდილი გვაქვს წინასწარ. ანუ თუ მეორე წელს გავედით მოგებაზე და წინა წელთან შედარებით მეტი  მოგება დაგვრჩა, იმ წინასწარ გადახდილ თანხას გამოვაკლებთ და გადავიხდით ნაკლებს. მერე ისევ გაგრძელდება ეს ციკლი და იმავე პერიოდულობით გადავიხდით უკვე ახალი, მეორე წლის მოგების თანხას.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий