суббота, 2 января 2021 г.

ავტოსამრეცხაოს ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235

ავტოსამრეცხაო


ქალაქებსა და სხვა დასახლებულ პუნქტებში ავტომობილების რიცხვი შეუქცევადად იზრდება. ამასთან დაკავშირებით კი იზრდება ყველა იმ მომსახურებაზე მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილებთან. ბიზნესმენები სულ უფრო ხშირად აქცევენ ყურადღებას მანქანებთან დაკავშირებულ ბიზნესს: ავტოსერვისი, ავტოსამრეცხაო, ბენზინგასამართი სადგურები.

ავტოსამრეცხაოს პერსპექტივები დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ მაგალითად – მომსახურების დონე, როგორც ქვეყნის შიდა, ისე უცხოური ავტომობილების მომსახურების შესაძლებლობა, დამატებითი მომსახურებების არსებობა და მათი სპექტრი.

ეს არის ბიზნესი, სადაც ცოტა სპეციფიკაა. მთავარი გადამწყვეტი ფაქტორებია არჩეული რაინოს სიცოცხლისუნარიანობა და ირგვლივ კონკურენტების არარსებობა.

ავტოსამრეცხაოების ტიპი

ავტოსამრეცხაოს ტიპის განსაზღვრა უმჯობესია მოხდეს დაგეგმვის სტადიაში, რადგანაც მასზეა დამოკიდებული ჩანადების და მოგების მოცულობა.

მანქანების სამრეცხაო იყოფა:

  • მობილური
  • ხელის
  • ავტომატური

მობილური სამრეცხაო – პოპულარულას განვითარებადი და სწრაფად მზარდი მიმართულებაა. საბაზისო ჩანადებს მოითხოვს არც თუ ისე ბევრს, თანამედროვე სარეცხი საშუალებები კი ძალიან ხარისხიანი მომსახურების ჩატარების საშუალებას იძლევა.

ხელის სამრეცხაო იყოფა:

  • უკონტაქტო
  • კონტაქტური

პირველი ტიპის დროს წყლის და სარეცხი საშუალებების მიწოდება ხდება მოწყობილობების საშუალებით, მომსახურე პერსონალი მხოლოდ აკონტროლებს პროცესს.

მეორე ტიპის დროს მანქანას რეცხავს ადამიანი. ეს ავტოსამრეცხაოს ყველაზე იაფი და გავრცელებული ტიპია. თუმცა დღეისათვის ის კარგავს აქტუალურობას. სამრეცხაოზე მანქანის დიდი დროით შეყოვნება არ არის გამართლებული. გარდა ამისა, არააკურატულ მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ავტომობილის კორპუსის დაზიანება.

ავტომატური სამრეცხაოები შეიძლება იყოს:

  • პორტალური
  • გვირაბული

პორტალური სამრეცხაოები ისე მოწყობილი, რომ მანქანის გასწვრივ მოძრაობს ავტომატიზირებული თაღოვანი კონსტრუქცია, რომელიც წმენდს კორპუსს მაღალი წნევის ან ჯაგრისების საშუალებით.

გვირაბულ სამრეცხაოებში პროცესი ორგანიზებულია საწინააღმდეგო სახით: აქ მანქანა მოძრაობს ტრანსპორტულ ზოლზე სარეცხი აგრეგატების გასწვრივ.

ავტომატური სამრეცხაოები კარგია იმით, რომ საშუალებას იძლევა გაკეთდეს პერსონალის ეკონომია. სამრეცხაოს ნორმალური მუშაობისთვის საკმარისი იქნება მხოლოდ ორი ადამიანი. თუმცა მნიშვნელოვანი ხარჯების გაკეთება იქნება საჭირო აღჭურვილობის შესაძენად და შენობის ასაშენებლად ან გადასაგეგმარებლად, ვინაიდან ხშირად არსებული ნაგებობა არ შეესაბამება ავტომატური სამრეცხაოსთვის საჭირო აღჭურვილობას.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий

როგორ მივიზიდოთ ინვესტორი პროექტში?

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●   ჩვენი...