суббота, 2 января 2021 г.

შრომითი ურთიერთობები

ზოგადი ინფორმაცია შრომით სამართალზე და მის სუბიექტებზე

შრომითი სამართალი არის კერძო სამართლის სპეციალური დარგი, რომლის რეგულირების საგანია დამსაქმებლისა და დასაქმებულს შორის არსებული ურთიერთობები. ეს ურთიერთობები წარმოიშობა, დამსაქმებლის მხრიდან სამუშაოს შესრულებასა და დამსაქმებლის მიერ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო შეთანხმებებით, სამოქალაქო კოდექსით, შრომითი კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

შრომითი კოდექსი მოქმედებს, თუ კონკრეტული ურთიერთობა არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით  ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, ასევე თუ იგი არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულაციებს.

შრომის კოდექსი უპირატესი ძალით სარგებლობს, სამოქალაქო კოდექსის მიმართ, რომელიც მოქმედებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხი არ რეგულირდება შრომის კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით.

რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის სუბიექტებს, ესენი არიან:

დამსაქმებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო.

დასაქმებული: ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დამსაქმებლისათვის ასრულებს გარკვეულ სამუშაოს.

შრომითი ურთიერთობის წარმოშობა

შრომითი ურთიერთობის წარმოშობა დაკავშირებულია შრომითი ხელშეკრულების დადებასთან. შრომითი ხელშეკრულების დადება წარმოშობს დასაქმებულისა და დამსაქმებლის შრომით-სამართლებრივ უფლება-მოვალეობებს ერთმანეთის მიმართ, იმ შრომის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რომელზეც ისინი შეთანხმდებიან.

ამდენად, შრომითი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც მხარეები შეთანხმდებიან შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, კანონით დადგენილი ფორმით. ფორმის განსაზღვრა მჭიდროდ არის დაკავშირებული შრომის ხელშეკრულების ვადასთან, ამიტომაც მისი განსაზღვრაც უმნიშვნელოვანესია.

შრომითი ხელშეკრულების ფორმა შეიძლება იყოს, როგორც ზეპირი, ისე წერილობითი.

შრომითი ხელშეკრულების ვადა, შეიძლება იყოს, როგორც განსაზღვრული, ისე განუსაზღვრელი.

შრომითი ხელშეკრულება აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა გაფორმდეს, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს.

შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით შეიძლება დაიდოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი იდება 1 წლით ან მეტი ვადით ან სახეზეა რომელიმე შემდეგი გარემოება:

ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; 

ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო;

გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება;

დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება;

ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი/უვადო არის, როდესაც ამაზე შეთანხმდებიან მხარეები, ან:

ა. შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით,

ბ. შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს.

ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში.

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა

შრომითი ხელშეკრულების დადების შემდეგ, მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო შებოჭვის მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ ცალმხრივად შეცვალონ შრომის ხელშეკრულებაში განსაზღვრული არსებითი პირობები.

ამდენად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ხოლო, თუ შრომითი ხელშეკრულება არ ითვალისწინებს რომელიმე არსებით პირობას, ასეთი პირობის განსაზღვრა შესაძლებელია დასაქმებულის თანხმობით.

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა, რომელიც განპირობებულია კანონმდებლობის ცვლილებით, არ საჭიროებს დასაქმებულის თანხმობას.

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად არ მიიჩნევა:

ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის მითითებული სამუშაოს შესრულების ადგილის შეცვლა, თუ საზოგადოდ ხელმისაწვდომი სატრანსპორტო საშუალებებით დასაქმებულის საცხოვრებელი ადგილიდან სამუშაოს შესრულების ახალ ადგილამდე მისვლა და დაბრუნება მოითხოვს არაუმეტეს 3 საათისა დღეში, ამასთანავე, არ იწვევს არათანაბარზომიერ ხარჯებს;

ბ) სამუშაოს დაწყების ან დამთავრების დროის ცვლილება არაუმეტეს 90 წუთით.

დამსაქმებლის მიერ ორივე “ა” და “ბ” პირობის ერთდროულად შეცვლა მიიჩნევა შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლად.

შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის შეცვლა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, შემოსული საჩივრის განხილვისას, ბათილად არ ცნო სადავო ბრძანება, რომლითაც შრომით ხელშეკრულებაში დამსაქმებლის მხრიდან ცალმხრივად შევიდა ცვლილება დასაქმებულის ახალ თანამდებობაზე გადაყვანისა და ანაზღაურების წესის შეცვლის თაობაზე.

საკასაციო პალატის განმარტება: შრომის ანაზღაურების წესი ხელშეკრულების არსებითი პირობაა. შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით, ამდენად, აღნიშნული ნორმა ცხადყოფს, რომ ხელშეკრულება დადებულად არ ჩაითვლება, თუ მხარეები მის არსებით პირობებზე არ შეთანხმდებიან. თავად მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაშიც ჩადებულია პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე 2 კვირით ადრე წერილობით შეთანხმებას ითვალისწინებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე მუხლით და მიიღო ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

შრომითი ხელშეკრულება

შრომითი ხელშეკრულება არის შეთანხმება დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის, რომლის მიხედვითაც, დასაქმებელი კისრულობს სამუშაოს  შესრულების  ვალდებულებას,  ხოლო დამსაქმებელი შეთანხმებული ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას.

შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირი ან წერილობითი ფორმით. თავისი სამართლებრივი ბუნებით, შრომით ხელშეკრულებას უთანაბრდება დამსაქმებლის მიერ გამოცემული ბრძანება დასაქმებულის სამსახურში მიღების თაობაზე.

შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ვადით, განუსაზღვრელი ვადით და სამუშაოს შესრულების ვადით. განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულების დადებისას, დამსაქმებელი არ არის შეზღუდული მინიმალური და მაქსიმალური ვადის დაწესების ვალდებულებით, მას შეუძლია თანამშრომელი  მიიღოს  სამუშაოზე  მისთვის მისაღები ვადით. განუსაზღვრელი ვადით  შრომითი  ხელშეკრულების  დადების  დროს, მხარეები არ მიუთითებენ ვადას დასაქმების დროის შესახებ.  შრომითი  ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს გარკვეული სამუშაოს შესრულების ვადით, ანუ უკავშირდებოდეს კონკრეტული სამუშაოს შესრულებას და მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობები შეწყდეს ამ სამუშაოს შესრულებისთანავე.

წერილობითი ფორმის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს რამდენიმე ენაზე. ასეთ დროს ხელშეკრულებაში უნდა აღინიშნოს, თუ რომელ ენაზე დადებულ ხელშეკრულებას ენიჭება უპირატესობა იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ხელშეკრულებების დებულებებს შორის განსხვავებას.

შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს შემდეგი საკითხები: 

ა) შესასრულებელი სამუშაო;

ბ) შრომის ანაზღაურება;

გ) დამსაქმებლის და დასაქმებულის უფლებები და მოვალეობები; დ) შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ე) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის წესი და ვადა;

ვ) მივლინების წესი და ანაზღაურების პირობები;

ზ) ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების წესი და ანაზრაურების პირობები და ა. შ.

შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, შესასრულებელი სამუშაოს, შრომის ანაზღაურების და ხელშეკრულების  მოქმედების  ვადის  გარდა,  შეიძლება განისაზღვროს ორგანიზაციის მიერ დადგენილი შრომის შინაგანაწესით.

შენიშვნა: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ადმინისტრაციასა და დასაქმებულს შორის დადებული შრომით ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს შრომის კოდექსით.

ნიმუში 

ქ. ——————                                                                         ––––––––––––––– 2009წ.

ერთის მხრივ, –––––––––––––––––– (სახელწოდება, იურიდიული მისამართი) მისი დირექტორის (წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) ––––––––––––––  სახით (შემდგომში – დამსაქმებელი) და მეორეს მხრივ,                                  (შემდგომში დასაქმებული), მცხოვრები                                               , პირადობის მოწმობა #                         , პირადი #                         ,

                                                                                      გაცემული                                        მიერ                                  წელს.

ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე შრომით ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

დამსაქმებელი იღებს დასაქმებულს ორგანიზაციაში ————- თანამდებობაზე, ხოლო დასაქმებული კისრულობს ვალდებულებას, შეასრულოს ამ ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებული სამუშაო იმ მოცულობითა და წესით, რომელიც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებით, დამატებითი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ორგანიზაციაში მოქმედი შრომის შინაგანაწესითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 2. დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოები (ფუნქციები)

2.1. დასაქმებულს ევალება პირადად შეასრულოს შემდეგი სამუშაო: ––––––––––––––––––––––––––

––––––––––––.

2.2. დასაქმებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოების (ფუნქციების) ჩამონათვალი განისაზღვრება დამატებითი ხელშეკრულებებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, აგრეთვე თანამდებობრივი ინსტრუქციით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მუხლი 3. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

3.1. თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებულს უფლება აქვს:

ა) დამსაქმებლისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და მოქმედი კანონმდებლობის დაცვა;

ბ) დამსაქმებლისაგან მოითხოვოს შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა და დაცვა;

გ) ისარგებლოს შვებულებით, დასვენებით, შესვენებით და უქმე დღეებით ამ ხელშეკრულების, შრომის შინაგანაწესის და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) უარი განაცხადოს იმ სამუშაოს, დავალების ან მითითების შესრულებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება კანონს, ან აშკარა და არსებით საფრთხეს უქმნის მისი ან მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და საკუთრებას.

3.2. თანამდებობაზე ყოფნის დროს დასაქმებული ვალდებულია:

ა) შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქციები კეთილსინდისიერად, დროულად და მაღალ პროფესიულ დონეზე;

ბ) განუხრელად დაიცვას ორგანიზაციის წესდება და ორგანიზაციაში მოქმედი სხვა აქტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) განუხრელად დაიცვას ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

დ) განუხრელად დაიცვას თანამდებობრივი ინსტრუქცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) არ გაავრცელოს ორგანიზაციის კონფიდენციალური ინფორმაცია,  რომელიც  მისთვის ცნობილი გახდა სამუშაოს შესრულებისას.

3.3. დამსაქმებელს უფლება აქვს:

ა)      მოითხოვოს     დასაქმებულისგან      დაკისრებული      ვალდებულების      ჯეროვნად     და კეთილსინდისიერად შესრულება;

ბ) დაადგინოს ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დასაქმებულისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შრომის შინაგანაწესით დადგენილი პირობების დაცვა;

დ)     კანონმდებლობით     და    შრომის    შინაგანაწესით    დადგენილი     წესით,     მოითხოვოს დასაქმებულისგან ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება შესაბამისი ანაზღაურებით.

ე) გამოიყენოს შრომის შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა უფლებები.

3.4. დამსაქმებელი ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ ხელშეკრულებით, შრომის შინაგანაწესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობები;

ბ) გააცნოს დასაქმებულს შრომის შინაგანაწესი,

გ) თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, დასაქმებულს შეუქმნას ნორმალური მუშაობისათვის საჭირო სამუშაო პირობები;

დ) დასაქმებულს შეუქმნას შრომის უსაფრთხო პირობები;

ე) დროულად და სრულად უზრუნველყოს დასაქმებულისთვის შრომის ანაზღაურების მიცემა.

მუხლი 4. შრომის ანაზღაურება (ხელფასი) 

4.1. შესრულებული სამუშაოსათვის დასაქმებულს ეძლევა შრომის ანაზღაურება (ხელფასი), რომლის ოდენობა შეადგენს –––––––– ლარს.

4.2. შრომის ანაზღაურება (ხელფასი) გაიცემა ყოველთვიურად, ყოველი მომდევნო თვის ––––– რიცხვამდე.

4.3.   შრომის    ანაზღაურების    (ხელფასის)   გაცემა    ხდება       –––––––––––    (ნაღდი/უნაღდო) ანგარიშსწორებით.

4.4.    დამსაქმებელი    დაუკავებს    დასაქმებულს    საშემოსავლო    გადასახადს    საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5სამუშაო დრო, შესვენების დრო, შვებულება

 5.1. დასაქმებულის ძირითადი სამუშაო დრო განისაზღვრება –––– საათიანი სამუშაო დღით, ––– დღიანი სამუშაო კვირით. დასვენების დღეებია ––––––––––––––.

5.2. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს 1 საათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში.

5.3. დასაქმებულს უფლება აქვს არ იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეებში.

5.4. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში –––– (სამუშაო/ კალენდარული) დღის ოდენობით.

5.5. დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში –––– (სამუშაო/კალენდარული) დღის ოდენობით.

მუხლი 6მხარეთა პასუხისმგებლობა

მხარეები პასუხისმგებელი არიან ერთმანეთის წინაშე ვალდებულებების შეუსრულებლობით წარმოშობილი ზიანისთვის, თუ იგი დაუძლეველი ძალის მოქმედებით არ იყო გამოწვეული.

მუხლი 7შრომითი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა

წინამდებარე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.

მუხლი 8დავა 

მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა ხდება მოქმედი კანონმდებლობით  დადგენილი წესით.

მუხლი 9ხელშეკრულების მოქმედების ვადა 

ხელშეკრულება იდება —- წლის ვადით, 200– წლის ————— დან 200– წლის ——– მდე.

მუხლი 10ცვლილებები და დამატებები 

ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე წერილობითი ფორმით.

მუხლი 11დასკვნითი დებულებები

11.1. საკითხები, რომლებიც არ არის განსაზღვრული  წინამდებარე  ხელშეკრულებით  წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობითა და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

11.2. ხელშეკრულება შედგენილია ორი  თანაბარი  იურიდიული  ძალის მქონე  ეგზემპლიარად და ინახება მხარეებთან.

 

მხარეთა ხელმოწერები

დამსაქმებელი     --------------------------      დასაქმებული -------------------------------------

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий