суббота, 2 января 2021 г.

მეწარმეობის ფორმები საქართველოში

მეწარმეობის ფორმები საქართველოში

ინდივიდუალური საწარმო

ინდივიდუალური საწარმო არის საწარმოს დაფუძნების ერთ-ერთი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა. ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი არის ინდივიდუალური მეწარმე, ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია, მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე.

სამართლებრივ ურთიერთობებში ინდივიდუალური მეწარმე გამოდის თავის სახელით და ასევე პირადად აგებს პასუხს კრედიტორების წინაშე სამეწარმეო საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის.

საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. საწარმოს უფლებამოვალეობათა სუბიექტი წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე ფლებამოსილი საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით.

ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის ინდივიდუალური მეწარმე ან საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი დაზღვეული წერილით გზავნის ან უშუალოდ წარადგენს განცხადებას.

განცხადების შესავსებად პირს უფლება აქვს, გამოიყენოს საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული განცხადების ფორმა ან მისი ასლი. ნებისმიერ პირს უფლება აქვს,

 საგადასახადო ორგანოში დაუბრკოლებლად მიიღოს განცხადების ფორმა, აგრეთვე თავისუფლად და უნებართვოდ გადაიღოს მისი ასლი.

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდებას;

ინდივიდუალური მეწარმის სახელს, გვარს, მოქალაქეობას, საცხოვრებელ ადგილს, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოწმობის, პასპორტის) ნომერს, პირად ნომერს, შევსების თარიღს;

ინდივიდუალური საწარმოს ადგილსამყოფელს (საქმიანობის ადგილს); ინდივიდუალური მეწარმის ხელმოწერას.

განცხადებას თან ერთვის პირადობის დამადასტურებელ მოწმობა, ხოლო განცხადების დაზღვეული წერილით გაგზავნის ან წარმომადგენლის მეშვეობით წარდგენის შემთხვევაში – კანონით დადგენილი წესით დამოწმებული პირადობის მოწმობის ასლი.

ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისთანავე.

დაუშვებელია ზემოაღნიშნული დოკუმენტების გარდა, სხვა გაუთვალისწინებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის მოთხოვნა.

საგადასახადო ორგანო ვალდებულია, რეგისტრირებულ ინდივიდუალურ საწარმოს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი და დაუყოვნებლივ გასცეს შესაბამისი სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაციაზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

სარეგისტრაციოდ წარდგენილი განცხადება არ არის შევსებული წესების დაცვით;

სარეგისტრაციოდ წარდგენილია ცრუ, არაიდენტიფიცირებადი ან არასრულყოფილი მონაცემები.

რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უარი სახელმწიფო და საგადასახადო სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.

ინდივიდუალური საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის არ გადაიხდევინება სახელმწიფო ბაჟი, მოსაკრებელი ან სხვა რაიმე გადასახდელი. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში

 განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია. თუ განცხადება არ შეესაბამება მისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს ან/და დოკუმენტები შეუსაბამოა, საგადასახადო ორგანო ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას 15-დღიან ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში განმცხადებელი შეავსებს ხარვეზს, საგადასახადო ორგანო ხარვეზის შევსებიდან 2 დღის განმავლობაში საწარმოს ატარებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში. ხარვეზის შევსებისათვის აღნიშნული ვადის განმეორებით მიცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში განცხადების შეტანის ვადა აითვლება თავიდან.

რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება საჭიროებს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი სამეწარმეო რეესტრში შეტანის შემდეგ.

ინდივიდუალური საწარმოს რეგისტრაცია უქმდება მისი ლიკვიდაციის შემთხვევაში, როდესაც საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განახორციელოს განსაზღვრული მოქმედებანი, რის შემდეგაც საწარმო უნდა ამოიშალოს სამეწარმეო რეესტრიდან.

 თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზების გამოსწორებისათვის ეძლევა 3 თვის ვადა.

თუ ხარვეზები ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის საგადასახადო ორგანომ ან ინდივიდუალური საწარმოს წარმომადგენელმა ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) არის საწარმოს დაფუძნების ერთ- ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. შპს წარმოადგენს იურიდიულ პირს და იგი, როგორც უფლება-მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

 საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც.

საზოგადოების წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. საზოგადოების დაფუძნებისას წესდებას ხელს აწერენ საზოგადოების დამფუძნებელი მონაწილენი – დამფუძნებელი პარტნიორები, ხოლო წესდებაში ცვლილებების შეტანისას წესდებაზე პარტნიორთა ხელმოწერა არ მოითხოვება. ხელმოწერა რწმუნებულის მეშვეობით დაიშვება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას შესატანი შეიძლება დათქმული იქნას და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების მინიმალური საწესდებო კაპიტალის ფორმირებისას შესატანი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ფულადი სახით. საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ფორმირებისას შესატანი შეიძლება წარმოდგენილი იქნას აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი ობიექტების სახით, გარდა სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისა. არაფულადი შესატანი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა ექსპერტმა. არამატერიალური ქონებრივი ობიექტები, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა შეიძლება გადაცემული იქნას საზოგადოებისათვის; იგი არ აისახება საწესდებო კაპიტალში, მაგრამ შეიძლება გათვალისწინებული იქნას პარტნიორთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრისას. შეტანაზე ვალდებული პარტნიორი საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს არაფულადი შესატანის იმ ღირებულებისათვის, რომელიც ამ ობიექტს რეგისტრაციის მომენტში ჰქონდა; თუ ობიექტის ღირებულება დათქმულ თანხაზე ნაკლებია, მაშინ იგი უნდა შეივსოს ფულით; თუ არაფულადი შესატანის ღირებულება აღემატება დათქმულ თანხას, ზედმეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.

 შესატანის უკან დაბრუნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებული უნდა იქნას სამეწარმეო რეესტრში.

 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორი შესატანის საბოლოო შეტანამდე საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ შეუტანელი შესატანის ოდენობით. შესატანის სრულად შეტანა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან იმ პირს, რომელმაც პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმები ბოროტად გამოიყენა.

ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ არ იქნა უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი – არა. პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილობითი ფორმით დადებული ცალკე ხელშეკრულებით განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შესატანის განხორციელების წესი, ვადა, შესაბამისი წილი და პასუხისმგებლობის მოცულობა დადგენილი წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის წესდებით ან ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ ვადას, დანარჩენი პარტნიორები უფლებამოსილნი არიან მას გადახდისათვის განუსაზღვრონ დამატებითი ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ სხვა  რამ არ არის დადგენილი მხარეთა შეთანხმებით.

თუ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ შესატანის შეუტანლობის გამო არ შეივსება შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსათვის დაწესებული მინიმალური საწესდებო კაპიტალი, შეუსრულებელი შესატანი ნაწილდება სხვა დამფუძნებელ პარტნიორებს შორის, მათი წილების პროპორციულად.

 საზოგადოების საწესდებო კაპიტალი აღნიშნული პირობების თანახმად შემცირების შემდეგ კვლავ უნდა შეივსოს კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობამდე. თუ შემცირება მოხდება შენატანის დაბრუნების ან შეუტანელი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, მაშინ თითოეულ პარტნიორზე დარჩენილი შესატანის თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.

საწესდებო კაპიტალის შემცირება შესატანების უკან დაბრუნებით იმ შესატანების მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავს, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი პარტნიორთა შეთანხმებით. თუ რომელიმე პარტნიორს შენატანი უკან დაუბრუნდება საწესდებო კაპიტალის რეგისტრირებული შემცირების გარეშე, კრედიტორისათვის ეს დაბრუნებად არ მიიჩნევა. პარტნიორი ვალდებულია, საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული თანხა.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორებს თანაბარ პირობებში თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, თუ კანონით, საზოგადოების წესდებით ან/და წესდებით განსაზღვრულ შემთხვევაში პარტნიორთა ცალკე  ხელშეკრულებით, რომელიც მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას, სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა შეთანხმებით შესაძლებელია, წესდებაში ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ცალკე ხელშეკრულებით, მათ მიერ განხორციელებული შენატანებისგან დმოუკიდებლად განისაზღვროს განსხვავებული უფლება-მოვალეობები.

შეზღუდული პასუხისმგებლოს საზოგადოების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით. რეგისტრაცია ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.

 სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში რეესტრის ამონაწერები. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან უნდა გაიცეს დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხდება განცხადებისა და დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. განცხადება შეიტანება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში საზოგადოების ადგილსამყოფელის მიხედვით.

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდებას (ფირმას); ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;

 საწესდებო კაპიტალის ოდენობასა და თითოეული პარტნიორის წილს საწესდებო კაპიტალში (პროცენტებში, და თანხდებში);

საწარმოს ხელმძღვანლის (ყოველი დირექტორის) სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს.

განცხადებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ხელს აწერს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში წილის გირავნობის სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უნდა იქნას:

დამგირავებლისა და მოგირავნის მიერ შედგენილი განცხადება; სანოტარო წესით დამოწმებული წილის გირავნობის ხელშეკრულება;

საზოგადოების ან პარტნიორთა თანხმობა, თუ ეს გათვალისწინებულია საზოგადოების წესდებით.

განცხადებას ერთვის შემდეგი დოკუმენტები: საზოგადოების წესდება;

 დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ;

 სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებულნი არიან, წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).

ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში არ საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას, თუ იგი შესრულდება მარეგისტრირებელ ორგანოში, რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენისთანავე. თუ საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა ხარვეზის ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

შპს-ს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანით, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებითა და სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემით.

 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს კანონით მითითებულ მონაცემებს;

განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე წარმოდგენილია ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის გარეშე;

არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საწარმოს წარმომადგენლები გამოიყენებენ საქმიან ურთიერთობებში;

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;

საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას არ ერთვის საზოგადოების წესდება;

არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;

არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;

არ არის მითითებული ყოველი დირექტორის ამ კანონით დადგენილი მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უარი სახელმწიფო და საგადასახადო სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია.

თუ განცხადება არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და არ ერთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, საგადასახადო ორგანო ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას 15-დღიან ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში განმცხადებელი შეავსებს ხარვეზს, საგადასახადო ორგანო ხარვეზის შევსებიდან 2 დღის განმავლობაში საწარმოს ატარებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში. ხარვეზის შევსებისათვის ამ პუნქტში აღნიშნული ვადის განმეორებით მიცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში განცხადების შეტანის ვადა აითვლება თავიდან.

თუ შპს-ს შექმნის მიზნით წარდგენილია არასწორი მონაცემები ან დაფუძნების ხარჯების გამო საზოგადოებას ზარალი მიადგა, პარტნიორები, ისევე როგორც საზოგადოების დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები, ვალდებული არიან, გადაიხადონ შეუტანელი გადასახდელები, აანაზღაურონ დაფუძნების ხარჯების გადაუხდელობით გამოწვეული, აგრეთვე ამ დროს წარმოშობილი სხვა ზიანი.

რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება საჭიროებს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი სამეწარმეო რეესტრში შეტანის შემდეგ.

ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება დირექტორს (დირექტორებს). აღნიშნული ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორის/აქციონერის (პარტნიორების/აქციონერების) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, უზრუნველყონ ცვლილების რეგისტრაცია.

თუ საწარმო რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზების გამოსწორებისათვის ეძლევა 3 თვის ვადა. თუ ხარვეზები ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის საგადასახადო ორგანომ ან საზოგადოების ნებისმიერმა პარტნიორმა ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად

სააქციო საზოგადოება

სააქციო საზოგადოება (სს) არის საწარმოს დაფუძნების ერთ-ერთი ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა. სს წარმოადგენს იურიდიულ პირს და იგი, როგორც უფლება- მოვალეობათა სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმო, გარდა კოოპერატივისა, რომელშიც 50-ზე მეტი პარტნიორია, უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ სააქციო საზოგადოების ფორმით.

საწარმოს რეგისტრაცია სავალდებულოა. თუ რეგისტრაციამდე საზოგადოების სახელით რაიმე მოქმედება განხორციელდა, ამ მოქმედების შემსრულებლები და დამფუძნებლები პასუხს აგებენ პერსონალურად, როგორც სოლიდარული მოვალეები, ამ მოქმედებიდან წარმოშობილი ყველა ვალდებულებისათვის. ეს პასუხისმგებლობა ძალაში რჩება საზოგადოების რეგისტრაციის შემდეგაც.

საზოგადოების წესდება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. საზოგადოების დაფუძნებისას წესდებას ხელს აწერენ საზოგადოების დამფუძნებელი მონაწილენი – დამფუძნებელი პარტნიორები, ხოლო წესდებაში ცვლილებების შეტანისას წესდებაზე პარტნიორთა 193 ხელმოწერა არ მოითხოვება. ხელმოწერა რწმუნებულის მეშვეობით დაიშვება მხოლოდ სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

საზოგადოების დაფუძნებისას ან საწესდებო კაპიტალის გაზრდისას შესატანი შეიძლება დათქმული იქნას და შესრულდეს ნებისმიერი ვალუტით. საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით.

საზოგადოების საწესდებო კაპიტალის ფორმირებისას შესატანი შეიძლება წარმოდგენილი იქნას აგრეთვე სხვა მატერიალური და არამატერიალური ქონებრივი ობიექტების სახით, გარდა სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისა. არამატერიალური ქონებრივი ობიექტები, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა შეიძლება გადაცემული იქნას საზოგადოებისათვის; იგი არ აისახება საწესდებო კაპიტალში, მაგრამ შეიძლება გათვალისწინებული იქნას პარტნიორთა უფლება- მოვალეობების განსაზღვრისას. შეტანაზე ვალდებული პარტნიორი საზოგადოების წინაშე პასუხს აგებს არაფულადი შესატანის იმ ღირებულებისათვის, რომელიც ამ ობიექტს რეგისტრაციის მომენტში ჰქონდა; თუ ობიექტის ღირებულება დათქმულ თანხაზე ნაკლებია, მაშინ იგი უნდა შეივსოს ფულით; თუ არაფულადი შესატანის ღირებულება აღემატება დათქმულ თანხას, ზედმეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია.

შესატანის უკან დაბრუნება სააქციო საზოგადოებებისთვის დაიშვება მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. ამისთვის საჭიროა ცვლილებების შეტანა საზოგადოების წესდებაში. საწესდებო კაპიტალის შემცირება რეგისტრირებული უნდა იქნას სამეწარმეო რეესტრში.

სააქციო საზოგადოების დამფუძნებელი აქციონერი შესატანის საბოლოო შეტანამდე საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მის მიერ შეუტანელი შესატანის ოდენობით. შესატანის სრულად შეტანა არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან იმ პირს, რომელმაც პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმები ბოროტად გამოიყენა. ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, თუ არ იქნა უზრუნველყოფილი საბუღალტრო წიგნების ისეთი წარმოება, საიდანაც ცალსახად გამომდინარეობს, თუ რომელი ქონება ეკუთვნის და რა ვალდებულებები აკისრია საზოგადოებას და რომელი – არა.

პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით ან წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილობითი ფორმით დადებული ცალკე ხელშეკრულებით განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შესატანის განხორციელების წესი, ვადა, შესაბამისი წილი და პასუხისმგებლობის მოცულობა დადგენილი წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

თუ პარტნიორმა გადააცილა შესატანის შეტანის წესდებით ან ხელშეკრულებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განსაზღვრულ ვადას, დანარჩენი პარტნიორები უფლებამოსილნი არიან მას გადახდისათვის განუსაზღვრონ დამატებითი ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ სხვა  რამ რ არის დადგენილი მხარეთა შეთანხმებით.

თუ დამფუძნებელი პარტნიორების მიერ შესატანის შეუტანლობის გამო არ შეივსება შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოსათვის დაწესებული მინიმალური საწესდებო კაპიტალი, შეუსრულებელი შესატანი ნაწილდება სხვა დამფუძნებელ პარტნიორებს შორის, მათი წილების პროპორციულად.

სააქციო საზოგადოების საწესდებო კაპიტალი აღნიშნული პირობების თანახმად შემცირების შემდეგ კვლავ უნდა შეივსოს კანონით დადგენილ მინიმალურ ოდენობამდე. თუ შემცირება მოხდება შენატანის დაბრუნების ან შეუტანელი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების მიზნით, მაშინ თითოეულ პარტნიორზე დარჩენილი შესატანის თანხა არ უნდა იყოს 50 ლარზე ნაკლები.

საწესდებო კაპიტალის შემცირება შესატანების უკან დაბრუნებით იმ შესატანების მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავს, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი პარტნიორთა შეთანხმებით. თუ რომელიმე პარტნიორს შენატანი უკან დაუბრუნდება საწესდებო კაპიტალის რეგისტრირებული შემცირების გარეშე, კრედიტორისათვის ეს დაბრუნებად არ მიიჩნევა. პარტნიორი ვალდებულია, საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული თანხა.

სააქციო საზოგადოების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას ახორციელებს რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო საწარმოს ადგილსამყოფელის მიხედვით. სს-ს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერებით, საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის (ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის) გაცემის საფუძველზე.

სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს სამეწარმეო რეესტრის მონაცემებს და მიიღოს საწარმოს მარეგისტრირებელ საგადასახადო ორგანოში რეესტრის ამონაწერები. ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან გაიცემა დაუყოვნებლივ, მოთხოვნისთანავე.

სააქციო საზოგადოების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხდება განცხადებისა და დადგენილი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე. განცხადება შეიტანება რეგისტრაციაზე უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოში საზოგადოების ადგილსამყოფელის მიხედვით.

განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: საფირმო სახელწოდებას (ფირმას); ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას; ადგილსამყოფელს (იურიდიულ მისამართს);

ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს, პირად ნომერს, ხოლო თუ დამფუძნებელი იურიდიული პირია – მის საფირმო სახელწოდებას და რეგისტრაციის მონაცემებს (იურიდიული მისამართი, იმ ორგანოს დასახელება, რომელმაც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი, რეგისტრაციის თარიღი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმა, მისი წარმომადგენლის მონაცემები);

წარმომადგენლობის უფლებამოსილებას;

საწესდებო კაპიტალის ოდენობასა და თითოეული პარტნიორის წილს საწესდებო კაპიტალში;

საწარმოს ხელმძღვანელის (ყოველი დირექტორის) სახელს, გვარს, საცხოვრებელ ადგილს, მოქალაქეობას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელწოდებას, ნომერს და პირადი ნომერი.

განცხადებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ ხელს აწერს ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირი. განცხადებას ერთვის შემდეგი დოკუმენტები:

საზოგადოების წესდება;

დოკუმენტები დირექტორების დანიშვნის შესახებ;

სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. სარეგისტრაციო მოსაკრებლი შეადგენს 360 ლარს.

პირები, რომლებმაც უნდა წარმოადგინონ საზოგადოება, ვალდებული არიან, წარადგინონ ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საქმიან ურთიერთობებში გამოიყენებენ. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციისათვის წარსადგენი ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში, აგრეთვე თანდართული დოკუმენტები ან მათი ასლები მოითხოვს ნოტარიულ დამოწმებას (დადასტურებას).

ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის ნიმუში არ საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას, თუ იგი შესრულდება მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენისთანავე. საგადასახადო რეგისტრაცია არ განხორციელდა ან განმცხადებელს წერილობით არ ეცნობა  ხარვეზის  ან მოტივირებული უარის შესახებ, საწარმო რეგისტრირებულად ჩაითვლება. რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო  ორგანო  ვალდებულია, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ გასცეს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობა.

სააქციო საზოგადოების სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ სამეწარმეო რეესტრში სათანადო მონაცემების შეტანით, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებით და სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობის გაცემით.

სააქციო საზოგადოებას სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარი შეიძლება ეთქვას, თუ:

განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე არ შეიცავს კანონით გათვალისწინებულ მონაცემებს;

განცხადება საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე წრმოდგენილია ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების პირის ხელმოწერის გარეშე;

არ არის წარმოდგენილი ხელმოწერის ის ნიმუშები, რომლებსაც საწარმოს წარმომადგენლები გამოიყენებენ საქმიან ურთიერთობებში;

სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტები არ არის დამოწმებული სანოტარო წესით;

საწარმოს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის თაობაზე განცხადებას არ ერთვის საზოგადოების წესდება;

არ არის გადახდილი სარეგისტრაციო მოსაკრებელი;

განმცხადებელმა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი;

არ არის განსაზღვრული ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის ოდენობა და შესაბამისი წილი;

არ არის მითითებული ყოველი დირექტორის ამ კანონით დადგენილი მონაცემები და არ არის წარმოდგენილი მათი დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რეგისტრაციაზე უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს უარი სახელმწიფო და საგადასახადო სარეგისტრაციო მოწმობის გაცემაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი დოკუმენტაცია.

თუ განცხადება არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და არ ერთვის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, საგადასახადო ორგანო ამის შესახებ წერილობით აცნობებს განმცხადებელს და მისცემს მას 15-დღიან ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ ამ ვადაში განმცხადებელი შეავსებს ხარვეზს, საგადასახადო ორგანო ხარვეზის შევსებიდან 2 დღის განმავლობაში საწარმოს ატარებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციაში. ხარვეზის შევსებისათვის ამ პუნქტში აღნიშნული ვადის განმეორებით მიცემა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში განცხადების შეტანის ვადა აითვლება თავიდან.

თუ საზოგადოების შექმნის მიზნით წარდგენილია არასწორი მონაცემები ან დაფუძნების ხარჯების გამო საზოგადოებას ზარალი მიადგა, პარტნიორები, ისევე როგორც საზოგადოების დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები, ვალდებული არიან, გადაიხადონ შეუტანელი გადასახდელები, აანაზღაურონ დაფუძნების ხარჯების გადაუხდელობით გამოწვეული, აგრეთვე ამ დროს წარმოშობილი სხვა ზიანი.

რეგისტრაციისათვის სავალდებულო ფაქტების ყოველი ცვლილება საჭიროებს სამეწარმეო რეესტრში ცვლილებების შეტანას. ცვლილება ძალაში შედის მხოლოდ მისი სამეწარმეო რეესტრში შეტანის შემდეგ. პარტნიორების შეცვლა სააქციო საზოგადოებაში არ მოითხოვს რეგისტრაციას.

ცვლილების რეგისტრაციის უზრუნველყოფის ვალდებულება ეკისრება დირექტორს (დირექტორებს). აღნიშნული ვალდებულება არ ზღუდავს პარტნიორის/აქციონერისა (პარტნიორების/აქციონერების) და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების უფლებამოსილებას, უზრუნველყონ ცვლილების რეგისტრაცია.

თუ სააქციო საზოგადოება რეგისტრირებულია, მაგრამ იგი არ აკმაყოფილებს სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის პირობებს, ან ეს პირობები მოგვიანებით ისპობა, მას ხარვეზების გამოსწორებისათვის ეძლევა 3 თვის ვადა. თუ ხარვეზები ამ ვადაში არ იქნება გამოსწორებული, რეგისტრაცია შეიძლება გაუქმდეს. ამისათვის საგადასახადო ორგანომ ან საზოგადოების ნებისმიერმა პარტნიორმა ხარვეზების გამოსასწორებლად დადგენილი 3-თვიანი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ უნდა მიმართოს სასამართლოს ლიკვიდაციის პროცესის დასაწყებად. სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია უქმდება მხოლოდ ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შემდეგ.

სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმებამდე შეცდომით რეგისტრირებული საწარმო ითვლება უშეცდომოდ რეგისტრირებულად.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий

როგორ მივიზიდოთ ინვესტორი პროექტში?

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●   ჩვენი...