вторник, 2 марта 2021 г.

სულადის არაყი



სულადის არაყი

სოფლის უამრავ ტრადიციათაგან ერთ-ერთზე გვინდა თქვენი ყურადღების მიქცევა. კერძოდ, ეს გახლავთ ,, სულადის არაყი”.

არაყი, დღესაც და უწინდელ დროშიც, საუკეთესო სასმელს წარმოადგენდა გლეხის ოჯახისათვის. ვერც ერთ ოჯახს ვერ ნახავდით, სადაც ეს ღვთაებრივი სითხე არ ქონდათ. სოფელში ხალხი ამ სითხეს სტუმრის მიღება-გასტუმრებისას იყენებდა.
წინათ ხორბლისგან მიღებულ ნატურალურ არაყს ,,სულადის არაყს” უწოდებდნენ. არყის მიღება შემდეგნაირად ხდებოდა: სველ ხორბალს ჩაყრიდნენ ტომრებში და რამოდენიმე დღე გააჩერებდნენ. ხორბალი როდესაც ღოღოს გამოიტანდა, გადმოყრიდნენ ტომრებიდან, გააშრობდნენ და დაფქვავდნენ. ამას ,,ალაოს” უწოდებდნდენ. ამ ფქვილისგან ზელდნენ ცომ და თონეში აცხობდნენ. გამოცხობის დროს ცომის გუნდებს თონეში ჩაყრიდნენ, ამას ,,კუტი პური” ეწოდებოდადა ორივე მეთოდით გამომცხვარ პურს როდესაც ამოყრიდნენ, მაშინვე ცხელ-ცხელს დიდ ქვაბში ჩაყრიდნენ და ზედ თბილ წყალს ასხამდნენ. ამას უმატებდნენ სვიის ყვავილის ფქვილს, რომელსაც მაშინ საფუარად იყენებდნენ. დაახურავდნენ მჭიდროდ სარქველს და რამოდენიმე ხანს აჩერებდნენ ასე. ერთი კვირის შემდეგ სვია იწყებდა დუღილს. დუღილის პროცესში ხშირად ურევდნენ. როგორც კი დაიდუღებდა, ამ მასას გადმოიტანდნენ სპილენძის ქვაბში, რომელშიც წინასწარ ჩაფენილი იყო თივა, ან ლობიოს კუწეწი, იმ მიზნით, რომ ეს მასა ქვაბის ძირს არ მიჰკვროდა, რათა არაყისთვის არასასიამოვნო გემო არ მიეცა. მჭიდროდ საახურავდნენ ზარფუშს, შემოლესდნენ ნაცრით და შეუნთებდნენ ცეცხლს. ზარფუშზე მიერთებული იყო . წ. გეჯა, რომელზეც მილი იყო მიმაგრებული, გეჯაში კი ცივი წყალი ისხმებოდა, რათა აორთქლებისთვის ხელი შეეწყო. აორთქლების შედეგად სითხე წვეთ-წვეთად მოედინებოდა მილიდან და სასურველი სულადის არაყიც მზად იყო.
ალბათ იკითხავთ, რატომ მაინცდამაინც სულადის არაყი? სულადის არაყი სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ, რადგან ნაკლებად მავნებელი იყო ორგანიზმისთვის, თანაც მაშინ არც ყურძნის ვენახები იყო და არც ხილის ბაღები, რადგან სარწყავი წყალი არ იყო, ამიტომ სულადის არაყი ხალხისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო.
არყის გამოხდის და მისი დაგემოვნების დროს ხალხი ასე ილოცებოდა: ამ ჭიქით ჩვენს ტრედიციებს და იმ ხალხს გაუმარჯოს, ვინაც ეს ტრადიციები შემოგვინახაო; ან კიდევ: ეს მწარეა და ჩვენ ტკბილად გაგვიმარჯოსო.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი - 577 235 400სკაიპი - medgeo.netელფოსტა - Caumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправка комментария

როგორ მივიზიდოთ ინვესტორი პროექტში?

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●   ჩვენი...