вторник, 2 марта 2021 г.

არაყი უნივერსალური პროდუქტია



არაყი უნივერსალური პროდუქტია. დამზადებისა და მოხმარების იოლი წესის გამო, ის ფართოდ არის გავრცელებული მთელს მსოფლიოში და სხვადასხვა სავაჭრო მარკით იწარმოება. შესაბამისად, ისინი განსხვავდებიან თავისი მახასიათებლებით, ნედლეულით, რისგანაც მზადდება, ტექნოლოგიის თავისებურებითა და დამატებებით, რაც აუმჯობესებს არომატსა და გემოს. თუ რუსული არყის ეტალონად 40-გრადუსიანი, ნეიტრალური გემოს მქონე, უფერული სითხე ითვლება, პოლონეთში და სკანდინავიის ზოგიერთ ქვეყანაში, არყად ერთმანეთისგან განსხვავებული ბევრი სასმელი ითვლება. იმ ქვეყნებს შორის, სადაც არაყს ხდიან, უდავო ლიდერად პოლონეთი ითვლება. დღეისათვის არაყი, როგორც მაღალალკოჰოლური სასმელი ბევრ ქვეყანაში იწარმოება, მათ შორის საფრანგეთში, ბელგიაში, კანადაში, ისრაელში, ჩინეთში, ჩეხეთში, ბულგარეთში, ავსტრიაში, შოტლანდიასა და ა.შ

შვედური არაყი

სკანდინავიის ქვეყნებში არყის გამოხდის უძველესი ტრადიცია არსებობს, სადაც მაღალალკოჰოლიანი სასმელების ექსკლუზიური რეცეპტები არსებობს. შვედეთში პირველი წერილობითი ცნობა სპირტიანი სასმელების წარმოების შესახებ, 1498 წელს მიეკუთვნება, როცა ვინმე კორტ კრასკედრეგერს უფლება მიეცა, დისტილაციით დაკავებულიყო. სანაცვლოდ, მას მთავრობისთვის დენთის საწარმოებლად სპირტი უნდა მიეწოდებინა. შვედური არყის ყველაზე ცნობილ სორტად, უდავოდ, აბსოლუტი ითვლება. ეს არაყი 1879 წელს ლარს ოლსონი სმიტის მიერ შეიქმნა. მისი სრული სახელწოდებაა Absolut Rent Branvin, რაც ითარგმნება, როგორც „აბსოლუტურად სუფთა სპირტიანი სასმელი“. არყის შემქმნელმა მთელი ცხოვრება თავისი „პირმშოსთვის“ ბრძოლას შესწირა. მთავრობა ამაოდ ცდილობდა მომგებიანი წარმოების ნაციონალიზაციას, ხოლო ლარ ოლისონ სმიტი ერთი კუნძულიდან მეორეზე გადადიოდა, რათა მათგან თავი დაეღწია. 1913 წელს ის სიღარიბეში გარდაიცვალა. მისი საქმე ვაჟიშვილმა გააგრძელა, მაგრამ 1917 წელს საწარმოს ნაციონალიზაცია განხორციელდა. სახელმწიფო მონოპოლია „ვინ ენდ სპირიტ“, რომელიც სასმელის 100 წლის იუბილეს აღნიშვნისათვის ემზადებოდა, გადაწყვიტა მისი პრესტიჟულობისთვის გაესვა ხაზი. ამისთვის შეიქმნა ახალი ფორმის ბოთლი სპეციალური მინისგან, რომელზეც არყის გამომგონებლის გამოსახულებიანი მედალიონი განათავსეს. ახლა ამ არაყს შვედეთის სამხრეთით, ახუსის ქარხანაში ასხამენ. კლასიკური არყის აბსოლუტის პარალელურად, არსებობს სასმელის არომატიზირებული ვარიანტები აბსოლუტ ციტრონი, აბსოლუტ პეპე და აბსოლუტ კლურანტი.

ფინური არაყი

დიდი ხნის მანძილზე ფინეთში მხოლოდ ერთი მარკის არაყი კოსკენკორვა (Koskenkorva) არსებობდა, რომელიც ბაზარზე 1952 წელს გაჩნდა. მისი სხვადასხვა ვერსიები 40, 50 და 60 გრადუსიანია, გარდა ამისა, არსებობს არომატიზირებული ვარიანტები, რომლებიც 15-დან 21%-მდე ალკოჰოლს შეიცავს. 1970 წელს ფინეთში შეიქმნა ახალი მარკის არაყი სახელწოდებით-Finlandia. ეტიკეტზე გამოსახული თეთრი ირმები ფინური ლეგენდის ილუსტრაციაა. ზამთრის გრძელ ღამეს მოჯადოებული ლამაზი გოგონა ირმად გადაიქცა, ბევრი მონადირე ცდილობდა შეეპყრო ულამაზესი თეთრი ირემი, მათ შორის გოგონას სატრფო. ერთხელ ჭაბუკი დაიჭრა და მისმა სისხლმა ჯადო მოხსნა. ფინელები ამტკიცებენ, რომ თუ ერთდროულად ნახავ მზეს, მთვარესა და თეთრ ირემს, ყველა სურვილი აგიხდება. 1994 წელს ბაზარზე უკვე გამოჩნდა Finlandia, არომატიზირებული ანანასითა და შტოშით. ამდენად, ფინეთი იმპორტიორიდან სპირტიანი სასმელების ექსპორტიორად იქცა.

გერმანული არაყი

წარმოებული არყების მარკების მიხედვით, გერმანიას ევროპასა და მსოფლიოში პირველი ადგილი უჭირავს. ქვეყანაში დაახლოებით, 6000 სხვადასხვა სახეობის არაყი მზადდება, მათ შორის: მოსკვიჩი, ნიკოლაი, პრეზიდენტი, ალექსანდრე I, პეტროვი, სტოლიჩნი, გერმანია, პუშკინი და ა.შ. ბევრი მათგანი მაღალი ხარისხისაა. 1921 წელს, პეტერბურგელი მეწარმის, გვარად გორბაჩევის ოჯახი ბერლინში დასახლდა. 1960 წელს ფაბრიკული მარკა „გორბაჩევი“ სხვა ფირმის საკუთრება გახდა. ახლა ამ ტიპის არაყი გერმანული ბაზრის 40%-ს იკავებს. არაყი საკმაოდ სუფთაა და იწარმოება 17,5; 40; 50 და 60% სპირტის შემცველობით.

არყის ასევე ცნობილი მარკაა რასპუტინი (Rasputin), შექმნილი ჯერ კიდევ 1738 წელს. ახლა ფირმა „დეტლეფსენი“ სხვადასხვა ვარიანტის არაყს ასხამს, ესენია: მეჯიქ (Magic), პრესტიჟი (Prestige), რასპუტინი ლიმნისა და შტოტის არომატით. გერმანიაში ალკოჰოლიანი სასმელების ყველაზე ცნობილი მწარმოებელია SPS, რომელიც ცნობილია არყებით რომანოვი, იმპერიალი, ტროიკა, კუტუზოვი.

ამერიკული არაყი

ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი რაოდენობით არაყი იწარმოება, თუმცა ბევრ ქვეყანას ასორტიმენტით ჩამოუვარდება. განსაკუთრებით პოპულარულია მარკები-სმირნოფფ, სმირნოფ სილვერ, ვაიტ იგლ, ბლეკ იგლ და ვოლფშმიდტი.

არაყს სმირნოფფ აწარმოებს ფირმა „ჰიუბლაინი“, რომელმაც 1939 წელს ეს საქმიანობა რუსი ემიგრანტის რუდოლფ კუნეტისგან გამოისყიდა, ხოლო მან, თავის მხრივ, ეს საქმიანობა ვლადიმირ სმირნოვისგან 1933 წელს გამოისყიდა. დღეისათვის 15 მილიონი სმირნოფფის ყუთი იყიდება, პოპულარობით, მთელს მსოფლიოში, სპირტიან სასმელებს შორის ის ბაკარდის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ჰოლანდიური არაყი

არყის ჰოლანდიურ მარკებს შორის ცნობილია ივან გროზნი, ჰოლანდია და ა.შ. ქვეყნის ჩრდილოეთით ქალაქ გრონინგეიმში მდებარეობს ფირმა „ჰირჰოუდი“, რომელიც 1888 წლიდან არსებობს. ის ამზადებს ფეტვის არაყს სახელწოდებით როიალტი (Royalty), რომელიც ცისფერ ბოთლებში ისხმევა. თითოეულ ბოთლზე სამეფო კარის ნიშანია გამოსახული, რადგან ფირმა მისი უდიდებულესობის, დედოფალ ბიატრისის მიმწოდებელია.

მეორე ჰოლანდიური არაყია ესას (Ursus), რომელსაც ფირმა „დე ჰურნ“ აწარმოებს. აღნიშნული არყის რეცეპტი მე-20 საუკუნის დასაწყისში გამოიგონეს. ლიმნისა და შავი მოცვისგან ამზადებენ მის არომატიზირებულ ვარიანტებსაც.

დანიური არაყი

დანია მარცვლოვან არაყს დანსკას (Danzka) აწარმოებს, რომელიც ალუმინის ჭურჭელში ისხმევა. ის იწარმოება წითელი (40%) და ლურჯი ფერის ეტიკეტით, რომელთაგან ეს უკანასკნელი, 50% სპირტს შეიცავს. მზადდება ასევე არომატიზირებული ვარიანტები: ლიმნისა და შავი მოცვისაგან.

ინგლისური არაყი

ყველაზე ცნობილ ინგლისურ არყად კოსააკი (Cossack), სელეკტ (Select), ვერჯინი (Virgin), ბორზოი (Borzoi) ითვლება. მათი ხარისხი საშუალოა, ამიტომაც ჩამოთვლილ არყებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ არც კი იცნობენ.

იტალიური არაყი

იტალიაში არყის მწარმოებელ ფირმებს შორის პოპულარულია ფირმა „სტოკ“, რომელიც ტრიესტში მდებარეობს და აწარმოებს არაყს კეგლევიჩი (Keglevich).
ეს უკანასკნელი იწარმოება ლიმნის, ატმისა და ნესვის არომატით. არაყი საკმაოდ ტკბილია. იტალიაში ასევე პოპულარობით სარგებლობს ერისტოვ ვოდკა (Eristow wodka).

ბელგიური არაყი

ბელგიურ არყებს შორის განსაკუთრებული მოთხოვნით გამოირჩევა ასლანოვი. მისი რეცეპტი გამოგონილ იქნა ქალაქ როსტოვში მიხეილ და ნინა ასლანიანების მიერ. ოქტომბრის რევოლუციის დროს რუსეთიდან წასულმა ემიგრანტებმა ბრიუსელში არყის გამოსახდელი საწარმო დააარსეს. 70-იან წლებში ბალტიურმა ფირმამ „ბრიუგემანი“ მისი რეცეპტი და სავაჭრო ნიშანი შეიძინა.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი - 577 235 400სკაიპი - medgeo.netელფოსტა - Caumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий