четверг, 5 января 2017 г.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2017 წელსაც გაგრძელდება

  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2017
წელსაც გაგრძელდება


    წყარო :http://ick.ge/rubrics/economics/33042-i.html



მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, პროგრამააწარმოე საქართველოში“ 2017 წელსაც გაგრძელდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, თუ აქამდე პროგრამის ფარგლებში სესხების გაცემა ხდებოდა აშშ დოლარში, ევროსა და ლარში, 2017 წლიდან სესხების გაცემა მოხდება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში. სახელმწიფოს მხრიდან სესხის პროცენტის თანადაფინასება არ იცვლება, რჩება იგივე და განსაზღვრულია წლიური 10%-ის ოდენობით.
ცვლილებების პროექტი მთავრობის წევრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ წარუდგინა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მიმართულებით მეწარმეების უფრო მეტი ხელშეწყობის მიზნით ასევე ცვლილება შედის კრედიტის უზრუნველყოფის ნაწილში - სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს უზრუნველყოფაში მონაწილეობის ზედა ზღვარი იზრდება და ნაცვლად 600 000 აშშ დოლარისა, განისაზღვრება 2 500 000 ლარამდე.


მთავრობის გადაწყვეტილებით ასევე გაგრძელდება მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს საქართველოს რეგიონებში (გარდა თბილისისა) მიკრო და მცირე ტიპის სამეწარმეო აქტივობების ხელშეწყობას ორი მიმართულებით: ბიზნესის წამოწყებისა ან არსებულის გაფართოებისთვის გრანტის გაცემას და დამწყები მეწარმეებისთვის ცოდნის მიწოდებას ტრენინგ-სემინარებისა და ინდივიდუალური კონსულტაციების მეშვეობით.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий