четверг, 12 января 2017 г.

სესხები და გრანტები ძირტკბილას პლანტაციის გასაშენებლად

MTVi  გთავაზობთ ძირტკბილას პლანტაციის გაშენების ბიზნეს-გეგმების მომზადებას.კონტაქტი:
577 235 400 ;
Caumednet@gmail.com ; skype- medgeo.net ; თბილისი, რუსთაველის გამზ.#48


შეკითხვა:

გვინდა გავაშენოთ ძირტკბილას პლანტაცია და ავაშენოთ გადამამუშავებელი ქარხანა. http://www.medgeo.net/2014/06/15/zirtkbila-2/
შეგვიძლია თუ არა ამგვარი პროექტისათვის სესხის ან გრანტის მიღება და რომელ ფონდებსა და ბანკებს მივმართოთ?

1



მოგესალმებით და მივესალმები თქვენს სურვილს გააშენოთ ძირტკბილას პლანტაცია და ააშენოთ გადამამუშავებელი ქარხანა.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმე საქართველოში“ თავაზობს მსურველებს შექმნან ახალი ან გადააიარაღონ არსებული საწარმოები.

 მიკრო ბიზნესის შემთხვევაში
         უ თქვენი პლანტაცია და გადამამუშავებელი საწარმო მცირე მოცულობის იქნება (მცირერიცხოვან ოჯახზე გათვლილი) ანუ თქვენთვის საკმარისი იქნება მიკრო საწარმო, მაშინ სახელმწიფო გამოგიყოფთ გრანტს - 5 ათასი ლარიდან 15 ათას ლარამდე. ამ შემთხვევაში თქვენ ვალდებული იქნებით მოახდინოთ  თანადაფინანსება - მოთხოვნილი გრანტის 20 პროცენტი.
პროგრამის განხორციელების ეტაპები
                  ბიზნეს იდეის წარდგენა
·        ონლაინ აპლიკაციის შევსება: http://qartuli.ge (განაცხადის ბეჭდური ვერსია არ მიიღება).
·         განაცხადის გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ.
·       არჩეული ბიზნეს იდეების ავტორების გადამზადება ბიზნეს იდეის ბიზნეს გეგმად გარდასაქმნელად

ბიზნეს გეგმის წარდგენა
·         ბიზნეს გეგმის განაცხადის შევსება ვებგვერდზე http://qartuli.ge  (განაცხადის ბეჭდური ვერსია არ მიიღება)
·         განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ.
·         საუკეთესო ბიზნესგეგმების გამოვლენა
·         საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორების მიერ 20%-ის თანამონაწილეობის თანხის დაფარვა
·         საუკეთესო ბიზნესგეგმების ავტორებზე მიკრო გრანტის გაცემა.

მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში
2.      თუ თქვენ აპირებთ უფრო სოლიდური პლანტაციის გაშენებას და გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას სოფლის მეურნეობის მიმართულება, მაშინ (პირობები):
  • სესხზე მოთხოვნილი გირაოს თანადაფინანსება სესხის 50%-ის მოცულობით, სესხის გაცემიდან პირველი 2-4 წლის განმავლობაში (არაუმეტეს 600 ათასი აშშ დოლარისა)
  • სესხის მოცულობა არ უნდა იყოს 600,000 აშშ დოლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 2,000,000 აშშ დოლარს
  • სესხის მოცულობის არანაკლებ 80% განკუთვნილი უნდა იყოს ძირითადი საშუალებების შესაძენად
საშეღავათო პერიოდი:
24 თვე - ძირითადი საშუალებებისათვის განკუთვნილ სესხის ნაწილზე;
18
თვე - საბრუნავი საშუალებებისათვის განკუთვნილ სესხის ნაწილზე;
(ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო)

პარტნიორი ბანკები და სადაზღვევო კომპანიები



ზუსტი პასუხის გასაცემად თქვენს კითხვაზე: გვინდა  გავაშენოთ  ძირტკბილას პლანტაცია  და ავაშენოთ  გადამამუშავებელი  ქარხანა“,  საჭიროა, უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ თუ  სად, როგორ, რა ფართობზე, რა ოდენობით აპირებთ ძირტკბილას გაშენებას და რა მოცულობის იქნება საწარმო, რა მოწყობილობა დანადგარები, რამდენი  და რა ტიპის მუშახელი და სპეციალისტები დაგჭირდებათ, როგორი იქნება მოთხოვნილი ბიუჯეტი და ა.შ.
ამომწურავი პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად ვართ დაზუსტებული პასუხი გავცეთ თქვენს კითხვებს.

პატივისცემით,
მიხეილ ხოშტარია
მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტოს
(MTVi Agency) გენერალური დირექტორი

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий

როგორ მივიზიდოთ ინვესტორი პროექტში?

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●   ჩვენი...