воскресенье, 26 апреля 2020 г.

სოფლის მაცხოვრებელთათვის , ვინც მცირე ბიზნესს იწყებს - 30 000 ლარი


სოფლად მცხოვრები ადამიანისთვისვინც მცირე ბიზნესის წამოწყებას აპირებსდაფინანსება 30 ათას ლარამდე იზრდება


სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას, 30 ათას ლარამდე დაფინანსდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის ეკონომიკის ანტიკრიზისული გეგმის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაზე ზრუნვა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ.
ეს გახლავთ ის ნაწილი, რომლის მნიშვნელობაც დღეს კიდევ უფრო დიდია. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ეს შეგრძნება გააჩნია თითოეულ ფერმერს, რამეთუ მათი ფუნქცია და როლი დღეს აშკარად გამოჩნდა, თუნდაც იმ ნაწილში, რომ მათ დააკმაყოფილონ ქვეყანაში გენერირებული მოთხოვნა ელემენტარულ სასურსათო პროდუქტებზე, მაშინ როდესაც ყველა ჩვენი მეზობელი, ასე თუ ისეპროტექციონალურად უკვე კი არ იცავს ბაზარს, არამედ იცავს ექსპორტს, იცავს თავის წარმოებას, ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტებს.

ამიტომ ჩვენთვის ადგილობრივი წარმოების განვითარება, რათა დავაკმაყოფილოთ ადგილობრივი მოთხოვნა, უკიდურესად მნიშვნელოვანი ხდება და აქ სოფლის მეურნეობის ფუნქცია არის ერთ-ერთი წამყვანიმოგეხსენებათ, რომ მიკრო საგრანტო სისტემა სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროგრამა. თუ არ ვცდები, ის დაიწყო ხუთ ათასი ლარით და შემდგომ გახდა 15, 20 ათასი ლარი. დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, ეს ზღვარი აგვეწია 30 000 ლარამდე და ამ პორტფელის რაოდენობაც გაგვეზარდა 40 მილიონამდე.
ეს არის რეალური დახმარება სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს ელემენტარული, მცირე ბიზნესის წამოწყებას. ჩვენ მას პირდაპირ, გრანტის სახით, ფინანსური რესურსით ვეხმარებით, პირველ რიგში იმისთვის, რომ მან აიღოს პასუხისმგებლობა თავის თავზე და შემდგომ შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები ერთი, ორი, სამი, ათი, ან წარმატების შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий