воскресенье, 19 апреля 2020 г.

დამბალ ხაჭოს მასშტაბური წარმოებისა და რეალიზაციის ბიზნეს-გეგმის მომზადება 577 235 400


ბიზნეს-გეგმების დაწერა, კონსულტაციები, მომზადება

დამბალხაჭო
დამბალი ხაჭო —
ქართული ეროვნული კერძი, რომელსაც ამზადებენ ისტორიული ფშავისა და ერწო-თიანეთის ტერიტორიაზე. წერილობითი წყაროებით ის ორ საუკუნეზე მეტს ითვლის და ივარაუდება, რომ 1800-იანებამდეც ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული.[1] საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 3 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დამბალხაჭოს და მის დამზადების ტექნოლოგიას საქართველოს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ხაჭოს მომზადება
ახლადგამოწველილ რძე ისხმება ფართოპირიან ჭურჭელში დამჟავებამდე, რის შემდეგაც ისხმება სპეციალურ ხელსაწყოში, ჩხუტში, რომლითაც იდღვიბება და წარმოიქმნება კარაქი, კარაქის ამოღების შემდეგ დარჩენილ სითხეს დო ეწოდება. დოს გაცხელებით მიიღება ის ხაჭო, რომლითაც მოგვიანებით დამბალხაჭო მზადდება.
გაშრობა
მიღებული ხაჭო კარგად იწურება. შემდეგ იწურება და მოეყრება მარილი გემოვნებით. მარილმოყრილი ხაჭო იზილება და იკვერება, ანუ გუნდებად იკვრება, უკვე შეკვერილი კი ეწყობა ძობანში გასაშრობად. ძობანი წნელით მოწნული შუცეცხლის თავზე ჩამოკიდებული სათავსოა, რომელის ქვემოდან ანთებული ცეცხლის კვამლითაც შეწყობილი ხაჭოს კვერები დაახლოებით ერთი კვირა იბოლება და შრება. გამშრალი ხაჭო ირეცხება რძის შრატით.
დალბობა
დამზადების შემდეგი ეტაპი გამშრალი ხაჭოს დამწიფება, დალბობა, ანუ დავარგებაა. ამისათვის ხაჭოს კვერები ეწყობა თიხის ქოთანში ან ქვევრში, სადაც ჰერმეტულად დაახლოებით ორ თვეს ატარებს, ზოგჯერ აღნიშნული თიხის ჭურჭელი მიწაშიცაა ჩაფლული. ხაჭოს კვერები გარედან ობდება, შიგნიდან კი ლბება და ოქროსფერი ხდება
საკვებად გამოყენება
დამბალხაჭოს საკვებად იყენებნ მშრალად ან გაცხელებულს დიდი რაოდენობის ერბოსთან ერთად. მსგავსად მომზადებულ კერძს დამბალხაჭოსხაჭოერბოეწოდება.„ხაჭოერბოსმოსამზადებლად ცეცლზე გააცხელებნ ერბოს, სურვილისამებრ ჩააყრიან პურს და შემდეგ უკვე გასუფთავებულ და დაჭრილ დამბალხაჭოს.
წარმოების პერიოდი და არეალი]
ისტორიული ფშავი
დამბალხაჭო მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით მზადდება. მისი წარმოების არეალია ისტორიული ივრისა და არაგვის ფშავის, ერწო-თიანეთის ტერიტორიები. აგრეთვე მას ამზადებენ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის ფშავლებით დასახლებულ სოფლებში, როგორებიცაა, მაგალითად ჭართალა და ლაფანყური.
წერილობითი ცნობები
პირველი წერილობითი ცნობები, სადაც დამბალხაჭოა ნახსენები ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მამას, პავლე მღვდელსა და ცნობილ მოლექსეს, ჯაბანს ეკუთვნით. პავლე რაზიკაშვილის ნაწარმოებშიმოკლე მოთხრობა ჩემი წინაპარით ჩამომავლობაზე, მათ ზნე-ჩვეულებებზედვკითხულობთ:
მათი [ფშავლების] სასმელ-საჭმელი - ხსნილში ხშირად სახმარი პურის შესატანათ წაკა იცოდნენ, დიდს ქილაში ყველს და ხაჭოს ჩაყრიდნენ. თუ რძე ჰქონდა, ადუღებულს რძეს წყალს დაასხამდნენ, მარილს უზმოდენ, ან ხახვსა და ან ნიორს უზმოდენ. როდესაც ჯალაფობას პურს მაუტანდნენ, ჯამებით იმას მაუტანდნენ, შიგ პურს აწებდენ და კაცებისათვინ კი უფრო ყველი და ხაჭო იცოდენ. ხაჭოს ქვევრში ჩაყრიდენ, დალბებოდა, რომელიც დღესაც ხშირად იციან მთის ხალხმა და ძირითადად, ფშავლებმა...“
ციტატის დასასრულს აშკარაა, რომ საუბარი დამბალხაჭოზეა.
რესურსები ინტერნეტში
·         დამბალხაჭო - ტრადიციული ფშაური საკვები ეთნოგრაფიული ნარკვევები, ვიდეო youtube-ზე.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий