вторник, 28 апреля 2020 г.

ბიზნესისათვის სამცხე-ჯავახეთში


ბიზნესისათვის სამცხე-ჯავახეთში 

ბიზნეს გეგმები სპეციალურად სამცხე-ჯავახეთისათვის


სამცხე-ჯავახეთი –
მხარე სამხრეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულგეოგრაფიული პროვინციების სამცხისჯავახეთის და თორის ტერიტორიებს.
სამცხე
საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთითარსიანის მთები, ჩრდილოეთითფერსათის მთები, სამხრეთითერუშეთის მთები, კასრის სერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთითჭობისხევი.
თანამედროვე
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს. ჯავახეთიმხარე სამხრეთ საქართველოში, ზემო ქართლში, ძირითადად მოიცავს ახლანდელი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ისტორიულად საზღვრავდა დასავლეთით მდინარე მტკვარი, ჩრდილოეთით, სამხრეთით და აღმოსავლეთით შავვაშეთის, სამსარისა და ნიალისყურის მთები. თორი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, ისტორიული მესხეთის ნაწილი


როგორც
ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე.
თანამედროვე
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. მხარის ფართობი შეადგენს 6413 კვ.კმ-, მოსახლეობა – 208 ათასს, მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე – 32 კაცს. მხარის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მხარეში 353 დასახლებული პუნქტია, მათ შორის: ქალაქი – 5: ახალქალაქი, ახალციხე, ბორჯომი, ვალე, ნინოწმინდა; დაბა – 7: ბაკურიანი, ბაკურიანის ანდეზიტი, წაღვერი, ახალდაბა, ადიგენი, აბასთუმანი, ასპინძა; სოფელი – 254. მხარის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ფარავანი, მტკვარი, ბორჯომულატბებიდან აღსანიშნავია ხოზაფინის ტბა, მრუდე ტბა, ტაბაწყური, ფარავანი, საღამო, წეროს ტბა

სამცხე
-ჯავახეთში მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: ვულკანური წიდა, აქატის საბადოები, მურა ნახშირის საბადო. აღსანიშნავია წყალთბილას გოგირდოვანი თერმული წყალი, აგრეთვე ურაველის, გურკელისა და ბორჯომის მინერალური სამკურნალო წყლები. სამცხეჯავახეთი ძირითადად სასოფლოსამეურნეო რეგიონია. მრეწველობის წამყვანი დარგია მინერალური წყლების ჩამოსხმა, არის ადგილობრივი მნიშვნელობის სხვა საწარმოები. სოფლის მეურნეობაში მთავარია მეხილეობა და მეცხოველეობა.
ბორჯომის
მუნიციპალიტეტი ცნობილია თავისი საკურორტო მეურნეობით, სამთო-კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტებით: ბორჯომი, წაღვერი, ტბა, ციხისჯვარი, ბაკურიანი, ცემი. აქ არის ადგილობრივი მნიშვნელობის ორი ბალნეოლოგიური კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий