вторник, 28 апреля 2020 г.

ექსპორტზე მწვანილი გავიდა

სასათბურე მეურნეობიდან დღეს ექსპორტზე 13,5 ტონა მწვანილი გავიდა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატრიკეთში, სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ.
სასათბურე მეურნეობა შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებშია დაფუძნებული და ბოლო რამდენიმე წელია, აქტიურად ფუნქციონირებს. როგორც სასათბურე მეურნეობის ხელმძღვანელმა განაცხადა, პანდემიის ფონზე მათ საქმიანობა არ შეუჩერებიათ და დაახლოებით 30-მდე თანამშრომელი აქტიურად მუშაობს.


სასათბურე მეურნეობა, რომელიც 8.5 კვ/მ-ზეა განთავსებული, ძირითადად ექსპორტზე მუშაობს, ზამთრის სეზონზე მათ მოჰყავთ მწვანილი, ზაფხულის სეზონზე კი კიტრი და პომიდორი, რომელიც ასევე ექსპორტზე გადის. ამ დროისთვის სატვირთოებში 13,5 ტონა მწვანილის ჩატვირთვა მიმდინარეობს, რომლებიც სოფელს დღის ბოლოსთვის დატოვებენ.
როგორც აღნიშნულ საწარმოში ყოფნისას ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, სახელმწიფო აქტიურად წაახალისებს იმ მეწარმეებს, რომელთაც მუშაობა არ შეუჩერებიათ და ამ დრომდე აქტიურად საქმიანობენ.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий