суббота, 16 января 2021 г.

ბიზნეს გეგმის შაბლონი

ბიზნეს გეგმის შაბლონი

ჩვენ ხშირად მოგვმართავენ თხოვნით მივაწოდოთ ბიზნეს გეგმის შაბლონი .
გულისხმობენ, რაღაც ფორმას, რომელშიც შენს მონაცემებს ჩაწერ და მზადაა. ცხადია ბიზნეს გეგმის შაბლონი , ამგვარი გაგებით არ არსებობს, მაგრამ არსებობს მეთოდური მითითებები, რომლებიც გაგიადვილებენ ბიზნეს-გეგმის შედგენას . ვფიქრობთ , ქვემო მოცემული მასალა დაგეხმარებათ ამაში
ბიზნეს გეგმების შედგენა -ში გამოგადგებათ მასალები , რომლებიც ამ საიტზეა განთავბული > https://biznes-gegma.medgeo.net/ .

კონსულტაციები და ბიზნეს გეგმის შედგენა ექსპერტების დახმარებით

ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი-  medgeo.net , ელფოსტა Caumednet@gmail.com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა

● ინფორმაცია საგრანტო კონკურესების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო,სალიზინგო, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება


ეს კონსულტაციები გაგიადვილებთ ბიზნეს-გეგმების შედგენა -ს.

ბიზნეს გეგმების შედგენა  ლოგიკური სტრუქტურა

ბიზნეს-გეგმა, შეიძლება გავყოთ სამ ძირითად ნაწილად. იგი უნდა შეიცავდეს:
 რეზიუმეს,
 ძირითად ტექსტს და
 ფინანსურ გეგმას ფინანსურ ცხრილებთან ერთად.

ბიზნეს-გეგმა უნდა იყოს მოკლე, ლაკონური და იოლად აღქმადი.

ბიზნეს-გეგმების შედგენა აუცილებლად ითვალისწინებს რეზიუმის მომზადებას .
რეზიუმეს პირველივე გვერდზე უნდა მოხდეს ბიზნეს-გეგმის ლაკონური აღწერა. რეზიუმე მოცულობით 2 გვერდზე ნაკლები უნდა იყოს და უნდა ასახავდეს ბიზნეს-გეგმის იმ ძირითად საკითხებს, რომელიც განაპირობებს თქვენი ბიზნესის წარმატებას.

მნიშვნელოვანია, განსაზღვროთ პარტნიორისა და ინვესტორის როლი (საჭიროების შემთხვევაში) და ასევე – რას სთავაზობთ თქვენ მას. შეთავაზება უნდა იყოს მიმზიდველი. მკაფიოდ მიუთითეთ, თუ რაში მდგომარეობს ინვესტორის სარგებელი. გახსოვდეთ, რომ ინვესტორის მოზიდვაში თქვენ გაცილებით მეტად ხართ დაინტერესებული, ვიდრე ინვესტორი თქვენში.
ბიზნეს-გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვანი კი ფინანსების დაგეგმვაა.

ინვესტიციების მოზიდვისა და ფინანსური შესაძლებლობების სწორი შეფასება მნიშვნელოვნად განაპირობებს რისკების შემცირებას და არსებული რესურსების ფარგლებში მაქსიმალური შედეგის მიღწევას.

ბიზნეს-გეგმების შედგენა უნდა პასუხობდეს მთავარ კითხვას: რამდენად ეფექტიანია თქვენი პროექტი, რა დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რა რისკებს შეიცავს და როგორ აისახება ისინი ფინანსურ შედეგებზე.

ბიზნეს გეგმების შედგენა – როგორი უნდა იყოს ზოგადი სტრუქტურა ?

ბიზნეს-გეგმების შედგენა  არ ხდება რაიმე სტანდარტული , დაკანონებული წესით – არ არსებობს ბიზნეს-გეგმის შედგენის სტანდარტული ფორმატი. ბიზნეს-გეგმების შედგენა სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირად ხდებადა სტრუქტურაც სხვადასხვანაირად იგება . ამავე დროს, არსებობს რამდენიმე ელემენტი, რომლებსაც პრაქტიკულად ყველა ბიზნეს-გეგმა შეიცავს. ესენია:

●  რეზიუმე
●  კომპანიის აღწერა
●  ბაზრის ანალიზი
●  კონკურენტები და მათი პოზიციები ბაზარზე
● პროდუქციის/მომსახურების აღწერა
●  საწარმოო ციკლი
●  მარკეტინგული სტრატეგია
● . მენეჯმენტი და პერსონალი
●  ძლიერი და სუსტი მხარეების,შესაძლებლობებისა და საფრთხეებისანალიზი
●  ფინანსური გეგმა/პროექტის ბიუჯეტი
●  დანართები

რეზიუმე

რეზიუმე წარმოადგენს ბიზნეს-გეგმის მოკლე მიმოხილვას. რეზიუმე პირობითად ორ ნაწილად
შეიძლება დაიყოს: შესავალი და პროექტის მოკლე აღწერა.
შესავალი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
● პროექტის დასახელება;
● კომპანიის სახელწოდება და მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა;
● კომპანიის მფლობელები;
● კომპანიის კოორდინატები;
● პროექტის მომზადების თარიღი.

ბიზნეს გეგმების შედგენა – პროექტის მოკლე აღწერა

ეს ნაწილი მოკლედ, ანოტირებულად წარმოადგენს თქვენ ბიზნეს-გეგმას და ამდენად, ბიზნეს-გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. როგორც წესი, მოკლე აღწერა იწერება სულ ბოლოს,
როდესაც დაასრულებთ ბიზნეს-გეგმაზე მუშაობას, რადგან იგი აჯამებს მთელ ბიზნეს-გეგმას და შესაბამისად, თავშივე აწვდის მკითხველს მოკლე ინფორმაციას.
● ინფორმაცია კომპანიის შესახებ;
● მმართველი პერსონალი: რაოდენობა, კვალიფიკაცია, მონაწილეობა საწარმოს კაპიტალში (არსებობის შემთხვევაში);
● პროდუქციის ან სერვისის აღწერილობა, მისი განსაკუთრებულობა ან/და კონკურენტუნარიანობა;
● ბაზრის მოკლე აღწერა – ბაზრის პოტენციალი თქვენი პროდუქციის ან სერვისისთვის;
● პროექტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები, მოსალოდნელი მომგებიანობა;
● საჭირო ინვესტიციები, დაფინანსების სავარაუდო წყაროები;
● საქმიანობისთვის საჭირო ლიცენზიები, ნებართვები;
● მოსალოდნელი რისკები და რისკებისაგან დაზღვევა;
● 3 ან 5-წლიანი ფინანსური პროგნოზის მოკლე აღწერა, განსაკუთრებით გაყიდვებზე და მოგება/ზარალზე.

 კომპანიის აღწერა – ბიზნეს გეგმების შედგენა

ამ ნაწილში უნდა აისახოს კომპანიის ისტორია, მისია, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. კომპანიის მიზნები უნდა იყოს კონკრეტული და გაზომვადი.
გეგმის ეს ნაწილი უნდა განსაზღვრავდეს მმართველი გუნდის წამყვან წევრებს, მოკლედ აღწერდეს მათ პასუხისმგებლობას და იძლეოდეს ინფორმაციას მათი გამოცდილებისა და
მიღწევების შესახებ. პროექტში ჩართული პირების გამოცდილებისა და მიღწევების უფრო დაწვრილებითი აღწერა (რეზიუმე, CV) საჭიროა გაკეთდეს ცალკე, ბიზნეს-გეგმის
დანართის სახით.

ბაზრის ანალიზი, კონკურენტები

ბიზნეს-საქმიანობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა შევისწავლოთ ბაზარი. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ბაზარი, რომელშიც შედის კომპანია, საკმარისად დიდია ან ვითარდება და აქვს პოტენციალი თქვენ მიერ შეთავაზებული პროდუქციის/მომსახურების მისაღებად. როგორია ბაზარზე არსებული პროდუქციის/მომსახურების მოთხოვნის დინამიკა. ასევე, მნიშვნელოვანია, ზუსტად განვსაზღვროთ, თუ ვინ იქნება თქვენი პროდუქციის/მომსახურების მომხმარებელი და მომხმარებლის რა სეგმენტზეა (მომხმარებლის შემოსავლები) გათვლილი. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად განვსაზღვროთ კონკურენტები. კონკურენტები უნდა შევაფასოთ
შემდეგი მიმართულებით:
● პოტენციური კონკურენტების რაოდენობა;
● კონკურენტების პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხი და ფასი;
● კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები;
● კონკურენტების რეპუტაცია;
● ბაზრის რა მოცულობა უკავიათ კონკურენტებს;
● როგორ უწევენ რეალიზაციას საკუთარ პროდუქციას;
●  რამდენად ეფექტიანები არიან.
ამდენად, შეადარეთ თქვენი პროდუქტი ან სერვისი კონკურენტებისას. რით, ან როგორ გამოირჩევა ის მათგან? რა გახდის მას უფრო წარმატებულს?

პროდუქციის/მომსახურების აღწერა

ამ ნაწილში უნდა ჩანდეს, თუ რა სახის პროდუქციისა თუ მომსახურების შეთავაზებას აპირებთ ბაზრისთვის. აღწერეთ თქვენი პროდუქციის ძირითადი მახასიათებლები, შეთავაზებული
საქონლის უპირატესობა კონკურენტების საქონელთან შედარებით. მნიშვნელოვანია, ხაზი გაუსვათ თქვენი პროდუქციის ან მომსახურების უნიკალურობას, როგორიცაა ახალი ტექნოლოგია, საქონლის ხარისხი, ან რაღაც სხვა ღირსებები, რომლებიც მყიდველის მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს.

ამ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია:
● პროდუქციის/მომსახურების დასახელება, დანიშნულება და გამოყენების სფერო;
● პროდუქციის/მომსახურების მოკლე აღწერა და ძირითადი მახასიათებლები;
● პროდუქციის/მომსახურების ფასი და ხარისხი;
●  ბაზარზე წარმოდგენილი ანალოგიური პროდუქციის ფასი და ხარისხი;
● ხარისხის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
● პროდუქციის/მომსახურების ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება;
●  პროდუქციის/მომსახურების მიწოდების პირობები, შეფუთვა.
კარგი იქნება, თუ დანართის სახით წარმოდგენილი იქნება სურათები, ნახატები,
პროდუქციის/მომსახურების აღწერა.

 საწარმოო ციკლი

საწარმოო გეგმაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
წარმოების მოცულობა – ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. უმეტესად, პროდუქციის წარმოების მოცულობა თანდათანობით იზრდება. ბიზნეს-გეგმა, რომელშიც სრული საწარმოო სიმძლავრე პირველივე დღეს მიიღწევა, ეჭვს ბადებს. წარმოების მოცულობა უნდა ვიანგარიშოთ საწარმოო სიმძლავრიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. საწარმოო პროცესი მოიცავს წარმოების ციკლის სრულ ჯაჭვს, პროდუქციის წარმოებიდან მის რეალიზაციამდე.

მარკეტინგული გეგმა – ბიზნეს გეგმების შედგენა

ბიზნეს-გეგმის ამ ნაწილში, რაც შეიძლება სრულად და დეტალურად უნდა წარმოაჩინოთ კომპანიის მარკეტინგული გეგმა და სტრატეგია. იგი დაგეხმარებათ, დაადგინოთ, თუ რა საჭიროება და მოთხოვნილება აქვთ მყიდველებს, რა სახის პროდუქტი/მომსახურება უნდა შესთავაზოთ მათ, რა ფასი უნდა დაადოთ თქვენს პროდუქტს/მომსახურებას, როგორ უნდა მიაწოდოთ პროდუქტი/მომსახურება მყიდველს, როგორ აცნობებთ მათ თქვენი პროდუქტის/მომსახურების შეთავაზებას.
მარკეტინგული გეგმა, როგორც წესი, ერთი წლის პერიოდით დგება, თუმცა, შეიძლება გათვლილი იყოს უფრო დიდ პერიოდზე.

მარკეტინგული გეგმის შინაარსი

● შესავალი წარმოადგენს გეგმის მთავარი მიზნებისა და რეკომენდაციების მოკლე შეჯამებას.
●არსებული მარკეტინგული მდგომარეობის ანალიზი
აღწერს კომპანიის მიზნობრივ ბაზარს და ბაზარზე მის პოზიციას, მათ შორის ინფორმაციას ბაზრის, პროდუქციის, კონკურენციისა და დისტრიბუციის შესახებ. ეს
ნაწილი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
—  ბაზრის აღწერა – განსაზღვრავს ბაზარს და მის ძირითად სეგმენტებს, შემდეგ მიმოიხილავს მყიდველის საჭიროებებს, რაც მოქმედებს შესყიდვებზე;
—  პროდუქტის მიმოხილვა – ფასდება პროდუქტების გაყიდვა, ფასები და მთლიანი მოგება;
—  კონკურენცია – განსაზღვრავს ძირითად კონკურენტებს, აფასებს ბაზარზე მათ პოზიციას და პროდუქტის ხარისხს;
—  დისტრიბუცია – აფასებს გაყიდვის ტენდენციებს.
● საფრთხეებისა და შესაძლებლობების ანალიზი
ამ ნაწილში ანალიზი უკეთდება იმ ძირითად საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, რომლებსაც შესაძლოა კომპანია წააწყდეს. ეს ეხმარება ხელმძღვანელობას გაითვალისწინოს მნიშვნელოვანი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები.
● მიზნები და ამოცანები
გეგმის თანახმად, უნდა მოხდეს კომპანიის მიზნების ჩამოყალიბება და მათი მიღწევისთვის საჭირო ძირითადი საკითხების განხილვა. მაგალითად, თუ კომპანიამ
მიზნად დაისახა მიაღწიოს 2%-იან საბაზრო წილს, გეგმის ეს ნაწილი განიხილავს, თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ მიზანს.
●  მარკეტინგული სტრატეგია
მარკეტინგული სტრატეგიის საშუალებით კომპანია მომგებიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას იმედოვნებს. ამ პროცესის საშუალებით იგი იღებს გადაწყვეტილებას,
რომელ მყიდველს მოემსახუროს და რა შესთავაზოს მათ.
● სამოქმედო პროგრამა განმარტავს მარკეტინგული სტრატეგიის სპეციალურ სამოქმედო პროგრამად ჩამოყალიბებას, რომელიც, თავის მხრივ, შემდეგ კითხვებზე გვაძლევს პასუხს: რა
გაკეთდება? როდის გაკეთდება? ვინ არის პასუხისმგებელი შესრულებაზე? რა ღირებულება ექნება მას?
ბიუჯეტი ამ ნაწილში ხდება მარკეტინგული ბიუჯეტის დეტალური მიმოხილვა, რაც დაგეგმილი მოგება-ზარალის უწყისს მოიცავს. იგი გვიჩვენებს სავარაუდო წლიურ შემოსავალს (გაყიდული ერთეულების მოსალოდნელ რაოდენობას და მათ საშუალო ფასს) და სავარაუდო ხარჯებს (წარმოება, დისტრიბუცია და მარკეტინგი). სხვაობა სავარაუდო შემოსავალსა და სავარაუდო ხარჯებს შორის არის დაგეგმილი მოგება.
● კონტროლი
უნდა შემუშავდეს საკონტროლო სისტემა, რომლის საშუალებით წარიმართება მიღწეული შედეგების მონიტორინგი. იგი ხელმძღვანელობას დაეხმარება მიმოიხილოს დასახული გეგმების განხორციელების შედეგები და აღმოაჩინოს ხელისშემშლელი ფაქტორები.

მენეჯმენტი და პერსონალი

ამ ნაწილში აღწერილი უნდა იქნას საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა:
● მმართველი გუნდი და მათი ძირითადი ფუნქციები;
● პერსონალის რაოდენობა;
● დანახარჯები შრომის ანაზღაურებაზე;
● თანამშრომელთა წახალისებისა და პრემირების სისტემა.

 ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი (SWOT ანალიზი)

ბიზნეს-გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია SWOT ანალიზი, რაც დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვროთ საწარმოს
შესაძლებლობები და მოსალოდნელი საფრთხეები.
ძლიერი და სუსტი მხარეები განპირობებულია საწარმოს შიდა ფაქტორებით, ხოლო გარე ფაქტორები წარმოშობს შესაძლებლობებსა და საფრთხეებს. SWOT ანალიზი დაგეხმარებათ, გაიგოთ ბიზნეს გარემოში არსებული ხელისშემშლელი ფაქტორები და შესაძლებლობები, როგორიცაა საბაზრო ცვლილება, კონკურენცია, სახელმწიფო პოლიტიკა და გარემოში მიმდინარე სხვა ცვლილებები.

● ძლიერი მხარეები
ძლიერი მხარეები მოიცავს თქვენი ბიზნესის უპირატესობებს. ასეთი შეიძლება იყოს:კვალიფიციური თანამშრომლები, გარკვეული ფინანსური რესურსი, ხელსაყრელიადგილმდებარეობა და ა.შ.

● სუსტი მხარეები
სუსტი მხარეები მოიცავს თქვენი ბიზნესის სისუსტეებს. ასეთი შეიძლება იყოს: თანამშრომელთაარასაკმარისი კვალიფიკაცია; წარმოების მაღალი დანახარჯები; არახელსაყრელი ადგილმდებარეობა და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ სუსტი მხარეების იდენტიფიცირებისთანავე მოახდინოთ მათი აღმოფხვრა ან მინიმუმამდე დაყვანა/შემცირება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს თქვენი საწარმოს შემდგომი გაფართოებისთვის. შესაძლებელია სუსტი მხარეების უპირატესობად გადაქცევა.

● შესაძლებლობები
შესაძლებლობებში მოიაზრება ახალი მომხმარებლები, ახალი ბაზრები, ყველასაგან განსხვავებული მომსახურების შექმნა/ინოვაციები.

● საფრთხეები
საფრთხეებში იდენტიფიცირებულია ისეთი ფაქტორები, რომელთაც შესაძლოა თქვენს ბიზნესზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. საფრთხეები თქვენი კომპანიისათვის შესაძლებელია იყოს თქვენი კონკურენტის ქმედებები ან ბიზნესთან დაკავშირებული ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები.
საფრთხეებში, ასევე, მოიაზრება პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები.

●კრიტერიუმები S (ძლიერი) W (სუსტი)
–აკრედიტაცია, კვალიფიკაცია, სერტიფიკაცია
–ბიზნესის მართვის უნარები – გამოცდილება და ცოდნა
— ბიზნესის ღირებულება
— ფულადი სახსრების მოძრაობა და ფინანსური ეფექტი
— კონკურენტული უპირატესობა
— ინოვაციური საშუალებები
— ადგილმდებარეობა და გეოგრაფიული საკითხები
— ლიდერული უნარ-ჩვევები
— მარკეტინგი
— ფასი
— ხარისხის კონტროლი
— რეპუტაცია
— რესურსები
— დროის მართვა და სხვა

კრიტერიუმები O (შესაძლებლობა) T (საფრთხე)

ფინანსური გეგმა/პროექტის ბიუჯეტი

ფინანსური პროგნოზების მოკლე აღწერა

ბიზნეს-გეგმის მთავარი ნაწილი უნდა შეიცავდეს ფინანსური პროგნოზების მოკლე აღწერას, მათი დეტალური გადმოცემა კი უნდა მოხდეს დანართში. აქ უნდა ასახოთ საწარმოს მოგებაზე გასვლის ვადები, გაყიდვებისა და მოგების ზრდის ტემპები.
ფინანსური პროგნოზების დანართში საჭიროა დეტალურად აისახოს საბალანსო ანგარიში, ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზი 3-5 წლიან პერსპექტივაში (პირველი წლის განმავლობაში – ყოველთვიური, მომდევნო წლებში კი ყოველკვარტალური განაწილებით).
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ფინანსური გათვლები გამყარებული იყოს ბაზრის კვლევის მონაცემებით და მასზე დამყარებული რეალისტური პროგნოზებით. თუ თქვენ არ გაქვთ ფინანსური ანგარიშგების შედგენისა და წარდგენის ჩვევები, უმჯობესია მიმართოთ სპეციალისტს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პროდუქციის/მომსახურების თვითღირებულება და ფასი – აქ აღწერილი უნდა იქნას, თუ როგორ განსაზღვრავთ ფასს თქვენ პროდუქციაზე/მომსახურებაზე.

ფასის განსაზღვრა:

1. თვითღირებულების განსაზღვრა: ჯამდება ყველა წლიური ხარჯი, შემდეგ ჯამი იყოფა
წარმოებული პროდუქციის რაოდენობაზე.
2. გასაყიდი ფასის განსაზღვრა: თვითღირებულებას ემატება გარკვეული მოგების პროცენტი.
● კონკურენტები
● ეკონომიკური ფაქტორები
● პოლიტიკური ფაქტორები
● გარემო ფაქტორები
● სოციალური ფაქტორები
● საერთაშორისო ფაქტორები
● ექსპორტ-იმპორტი
● ინფორმაცია და კვლევა
● IT უნარები
● საკანონმდებლო გარემო
● საბაზრო მოთხოვნა
● ბაზრის განვითარება
● ახალი ბაზრები
● ახალი პროდუქციის განვითარება
● ახალი ტექნოლოგიები/მომსახურება
● თანამშრომლობა/ბიზნეს პარტნიორობა/კონტრაქტები
● დისტრიბუცია/ლოჯისტიკა
● კლიმატური პირობები და სხვა

კონკურენტების ფასები

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კონკურენტების ფასებს. საწყისი ფასის განსაზღვრის ეტაპი საკმაოდ რთულია. დროდადრო საჭიროა ფასების კორექტირება.

გაწეული ხარჯები

ფინანსური ანგარიშის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას პროდუქციის შექმნაზე გაწეული ხარჯები, რომელიც ორი სახის ხარჯებს მოიცავს: მუდმივ დანახარჯებსა და ცვლად
დანახარჯებს.
მუდმივი დანახარჯები: ადმინისტრაციული ხარჯები – ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი,დაზღვევა, მივლინებები, მოწყობილობის იჯარა, ტექნიკური მომსახურების ხარჯები, საწარმოს შენახვის ხარჯები, რეკლამის ხარჯები, მატერიალურ-ტექნიკური და შენობა-ნაგებობების ცვეთა.
ცვლადი დანახარჯები: ნედლეული, მასალები, საწარმოო პერსონალის (ტექნოლოგები, მუშები,საწყობის პერსონალი) ხელფასი, კომუნალური მომსახურებატრანსპორტი, შეფუთვა

 როგორ შევადგინო პროექტის ფინანსური გეგმა?

 მოგება-ზარალის ანგარიში

გაყიდვები A
ნედლეული, მასალები, მუშების ხელფასი, სხვა
სულ ცვლადი ხარჯები B
ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი, იჯარა, დაზღვევა,
კომუნალური გადასახადები, სხვა გადასახადები, გარდა მოგებისა

სულ მუდმივი დანახარჯები C

მოგება პროცენტების და გადასახადების გადახდამდე D = A – B – C
პროცენტები კრედიტზე E
მოგების გადასახადი F
წმინდა მოგება H = D – E – F

მოგება-ზარალის ანგარიშიდან ჩანს, მიიღებს თუ არა საწარმო მოგებას.
პროექტის დაფინანსების წყაროები

მფლობელის მიერ ჩადებული ინვესტიცია, ლარიმოზიდული სახსრები (სესხი, კრედიტიგრანტი), ლარი
სულ, ლარი

სტანდარტული საბალანსო ანგარიში

აქტივები = ვალდებულებები + კაპიტალი
ძირითადი საშუალებები გრძელვადიანი ვალდებულებები
მიწა, შენობა, მანქანა-დანადგარები,
ტრანსპორტი, სხვა
გრძელვადიანი სესხიგაუნაწილებელი მოგება,
ფასიანი ქაღალდები
სულ: ძირითადი საშუალებები სულ: გრძელვადიანი ვალდებულებები

საბრუნავი საშუალებები მიმდინარე ვალდებულებები

ნედლეული, დაუმთავრებელი წარმოება, მზა
პროდუქცია, დებიტორები, წინასწარი გადახდა,
საბანკო ანგარიშის ნაშთი
მოკლევადიანი სესხები, საგადასახადო დავალიანება
სულ: საბრუნავი საშუალებები სულ: მიმდინარე ვალდებულებები
სულ: ვალდებულებები (გრძელვადიანს +
მიმდინარე)
კომპანიის მიერ ჩადებული კაპიტალი
სულ: აქტივები = სულ: ვალდებულებები და კაპიტალი

რისკების შეფასება

რისკის შეფასება დაგეხმარებათ რეალურად შეაფასოთ სიტუაცია, განჭვრიტოთ და შეამციროთ
რისკი, შეძლოთ რთული სიტუაციებიდან გამოსვლა. მცირე და საშუალო ბიზნესში მთავარია
განჭვრიტოთ რისკის ტიპები, მათი წყაროები და შეიმუშავოთ დანაკარგების მინიმიზაციის
ღონისძიებები. რისკები ბევრია, დაწყებული ხანძრითა და მიწისძვრით და დამთავრებული
სავალუტო კურსის ცვალებადობით, თუმცა, ყველა ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფა:
ტექნიკური და ფინანსური რისკები

დანართები

დანართები მოიცავს დოკუმენტებს, რომელიც ადასტურებს ბიზნეს-გეგმაში მოყვანილ
ინფორმაციას. დანართების სახით შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი დოკუმენტები:
● საწარმოს ხელმძღვანელების ბიოგრაფია;
● მარკეტინგული კვლევების შედეგები;
● აუდიტორის დასკვნა;
● პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები;
● საგარანტიო წერილები, კონტრაქტები;
● სალიცენზიო, იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებები;
● სარეკომენდაციო წერილები, საგაზეთო სტატიები;
● პროდუქციის ფოტოები;
● საავტორო უფლებების, პატენტების ასლები;
● საწარმოს ადგილმდებარეობის გეგმა.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий