საინოვაციო პროექტის ცნება გამოიყენება ორი მნიშვნელობით:
საინოვაციო პროექტის შექმნა და რეალიზაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს: საინვესტიციო ჩანაფიქრის (იდეის) ჩამოყალიბება; საინვესტიციო შესაძლებლობათა გამოკვლევა; პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება; საკონტრაქტო დოკუმენტაციის მომზადება; საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება; სამშენებლო- სამონტაჟო სამუშაოები; ობიექტის ექსპლოატაცია, ეკონომიკურ მაჩვენებელთა მონიტორინგი (იხ. ნახ. 20.3.).
საინვესტიციო ჩანაფიქრის (იდეის) ჩამოყალიბების ეტაპი ნიშნავს მოქმედებათა კარგად გააზრებულ გეგმას. ამ ეტაპზე უნდა განისაზღვროს ინვესტიციათა სუბიექტები და ობიექტები, მათი ფორმები და წყაროები. ინვესტიციათა სუბიექტია კომერციული ორგანიზაციები და სხვა ეკონომიკური სუბიექტები, რომლებიც იყენებენ ინვესტიციებს. ინვესტიციათა ობიექტებს განეკუთვნება: მშენებარე, რეკონსტრუქციას ან გაფართოებას დაქვემდებარებული საწარმოები, შენობები, აღჭურვილობა (ძირითადი ფონდები), რომლებიც განკუთვნილია ახალი პროდუქციის წარმოებისა და მომსახურებისთვის. მშენებარე ან რეკონსტრუირებადი ობიექტები, რომლებიც ორიენტირებულია ერთი ამოცანის (პროგრამის) გადაწყვეტაზე. ამ შემთხვევაში ინვესტირების ობიექტია პროგრამა _ ახალი ნაწარმი (მომსახურება) შექმნილი არსებული საწარმოო სიმძლავრის გამოყენებით მოქმედ საწარმოთა (ორგანიზაციათა) ფარგლებში.
საინვესტიციო პროექტში გამოიყენება ინვესტიციათა შემდეგი ფორმები: ფულადი საშუალებები და მათი ეკვივალენტები (მიზნობრივი შენატანები; საბრუნავი საშუალებები; ფასიანი ქაღალდები; კრედიტები; სესხები და ა.შ.); მიწა; შენობები, მანქანები და მოწყობილობა, აღჭურვილობა და ინსტრუმენტი, ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც გამოიყენება წარმოებაში; ქონებრივი უფლებები, რომელიც შეფასებულია ფულადი ეკვივალენტით.
ინვესტიციების ძირითადი წაყაროებია: საკუთარი ფინანსური სახსრები, აქტივების სხვა სახეები (ძირითადი ფონდები, მიწის ნაკვეთები, სამრეწველო საკუთრება და ა.შ.) და მოზიდული საშუალებები; ასიგნებები ცენტრალური (ფედერალური), რეგიონული და ადგილობრივი (მუნიციპალური) ბიუჯეტებისაგან; უცხოური ინვესტიციები ფინანსური ან სხვა მონაწილეობის ფორმით ერთობლივი საწარმოების საწესდებო კაპიტალში; ნასესხებ საშუალებათა სხვადასხვა ფორმები, მათ შორის უცხოელი ინვესტორების კრედიტები.
საინვესტიციო შესაძლებლობათა გამოკვლევის ეტაპი ითვალისწინებს: პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნის წინასწარ შესწავლას ექსპორტისა და იმპორტის გათვალისწინებით; პროდუქციაზე (მომსახურებაზე) საბაზრო, მიმდინარე და საპროგნოზო ფასების დონის შეფასება; პროექტისა რეალიზაციის ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმებისა და მონაწილეთა შემადგენლობის წინადადებათა მომზადების შესახებ; ინვესტიციების სავარაუდო მოცულობის შეფასება განსხვავებული ნორმატივების მიხედვით და მათი კომერციული ეფექტიანობის
წინასწარი შეფასება; ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ქვედანაყოფების მიხედვით წინასწარ შეფასებათა მომზადება, კერძოდ პროექტის ეფექტიანობის შეფასება; საინვესტიციო შესაძლებლობათა დასაბუთების შედეგების დამტკიცება; სათანადო დოკუმენტაციის მომზადება საპროექტო-საძიებო სამუშაოებზე.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ჩვენი სერვისები:
ტელეფონი - 577 235 400, სკაიპი - medgeo.net,
ელფოსტა
- Caumednet@gmail.com.
შეგიძლიათ
მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:
- თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
- ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
- საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
- საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი
კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს
გეგმების მომზადება;
- მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
- ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
- საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
- დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო
კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
- სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ
საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.
●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●
ბმები:
www:
- http://www.gen.ge/
- https://www.medgeo.net/
- https://biznes-gegma.medgeo.net/ბიზნეს-გეგმა/
- https://biznes-gegma.medgeo.net/2017/01/30/გრანტები-და-სხვა-დონორულ/
Blogspot:
- ბიზნეს
გეგმები
- ბიზნეს
იდეები
- აგრო
- ინვესტიციები
- საფინანსო
კონსულტანტი
- სესხები
- ბანერები
და ვიდეოები
- კატერინგი
Google:
- https://sites.google.com/site/agraruliseskhi/
- https://sites.google.com/site/agrokrediti/
- https://sites.google.com/site/mikroseskhi/
- https://sites.google.com/site/mzatipuriiuridiulidokumentebi/
- https://sites.google.com/site/investitsia/
- https://sites.google.com/site/investitsiebi/
- https://sites.google.com/site/biznesgegma/
- https://sites.google.com/site/sapinansoanalizi/
- https://sites.google.com/site/sapinansokonsultatsia/
- https://sites.google.com/site/vasikoshengelia/
Комментариев нет:
Отправить комментарий