суббота, 27 марта 2021 г.

რომელ ქვეყანაშია ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ?


მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ემიგრანტთა რაოდენობამ 88,5 ათასი კაცი შეადგინა, მათ შორის 45,4 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 54,6 პროცენტი – ქალი.

საქსტატის მონაცემებით, ემიგრანტთა 66,1 პროცენტი საზღვარგარეთ წასვლამდე საქალაქო დასახლებებში ცხოვრობდა, ხოლო 33,9 პროცენტი – სასოფლო დასახლებებში.
ემიგრანტთა 31,6 პროცენტისათვის წინა საცხოვრებელ ადგილს ქ. თბილისი წარმოადგენდა, 22,9 პროცენტისათვის – იმერეთის, ხოლო 12,5 პროცენტისათვის – ქვემო
ქართლის რეგიონი.

ემიგრირებულთა ძირითად ნაწილს 20-54 ასაკობრივი ინტერვალის მოსახლეობა (ემიგრანტების 75,1 პროცენტი) შეადგენს. 39 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები ჭარბობენ.

როგორც აღწერის შედეგებმა აჩვენა, ემიგრანტთა ყველაზე დიდი ნაწილი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, საბერძნეთში და თურქეთში.

რუსეთის ფედერაციაში, საფრანგეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში ემიგრირებულთა უმრავლესობას მამაკაცები შეადგენენ, ხოლო საბერძნეთში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-ში და ესპანეთში ემიგრანტი ქალები ჭარბობენ.
  1. რუსეთის ფედერაცია – 21%
  2. საბერძნეთი – 15,9%
  3. თურქეთი – 11,2%
  4. იტალია – 10,9%
  5. გერმანია – 7,1%
  6. აშშ – 5,7%
  7. ესპანეთი – 4,1%
  8. საფრანგეთი – 3,7%
  9. უკრაინა – 3,7%
  10. აზერბაიჯანი – 2%

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი - 577 235 400, სკაიპი - medgeo.net, ელფოსტა - Caumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

         Blogspot:

    Комментариев нет:

    Отправить комментарий