четверг, 4 марта 2021 г.

კონკურსი : ინოვაცია სურსათის სისტემების ტრანსფორმაციისთვის.

 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და შვეიცარიის მთავრობა სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსს აცხადებენ.

კონკურსის მთავარი თემა: ინოვაცია სურსათის სისტემების ტრანსფორმაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: კერძო პირებს, კომპანიებსა და ინსტიტუციებს. ჯილდოს მოპოვების მსურველებმა უნდა წარადგინონ წარმატებული ინოვაციური მიდგომები, რომლებსაც წვლილის შეტანა შეუძლიათ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების მდგრად განვითარებაში.

განცხადებები მიიღება ჯილდოს ორ კატეგორიაზე:

  • A კატეგორია: ინოვაცია და ციფრული ტექნოლოგიები მდგრადი სურსათის სისტემებისთვის. ჯილდო: 30 000 დოლარი;
  • B კატეგორია: ინოვაცია სურსათის სისტემებში ახალგაზრდების (35 წლამდე) მხარდასაჭერად. ჯილდო: 30 000 დოლარი.
სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების სფეროში ინოვაციის საერთაშორისო ჯილდოს კონკურსი, პირველად 2018 წელს ჩატარდა.

კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: http://www.fao.org/innovation/awards/en/

ჯილდოს შესახებ კითხვების დასმა და განაცხადის ფორმის გაგზავნა შესაძლებელია მისამართზე: Innovation-Award@fao.org

 განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 19 მარტი.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий