понедельник, 27 апреля 2020 г.

ფერმერების დახმარება გაძლიერდება


ფერმერების დახმარება გაძლიერდება
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერების დახმარებისთვის სახელმწიფო პროგრამებში მნიშვნელოვანი დამატებითი კომპონეტები გაჩნდა _ განაცხადა ლევან დავითაშვილმა

ჩვენ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამებს ვაგრძელებდით მთელი ამ რთული პერიოდის განმავლობაში; ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კი, დახმარებისთვის დამატებითი კომპონეტები გაჩნდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლება, რაც 1 ჰექტარზე 70 ლარს გულისხმობს და არის ყველა იმ ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციით და დრენაჟის მომსახურებით. ეს არის მნიშვნელოვანი შეღავათი. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი შესაძლებლობები ჩვენი ფერემერებისთვის უკავშირდება ერთწლიანი კულტურების მოყვანას ეს არის ბოსტნეული და მარცვლოვანი კულტურები. აქ საბრუნავ საშუალებებზე წვდომის შესაძლებლობა მივეცით ფერმერებს.

აგროკრედიტის ფარგლებში გაჩნდა ახალი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს სრულ თანადაფინანსებას საბანკო პროცენტის 5-დან 100 000 ლარამდე სესხებზე. ფაქტობრივად, ეს არის ფერმერებისთვის უფასო ფული ერთწლიანი პროდუქტების მოყვანისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ სახელმწიფო, უზრუნველყოფის ნაწილში, 50 %-ით თავდებად უდგება ფერმერებს იმისათვის, რომ მარტივი იყოს ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა და მათ ადვილად შეძლონ კრედიტების აღება.
მნიშვნელოვანია, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, არსებულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები შევცვალეთ, კონკრეტულ შემთხვევებში მიზნობრიობა გაიზარდა იმისათვის, რომ უფრო მეტი საქმიანობა დაიფაროს საკრედიტო რესურსით და ფერმერებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს ფინანსები.-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.




●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий