вторник, 16 марта 2021 г.

ახალშემონაღები (სიახლე) როგორც საინოვაციო მენეჯმენტის ობიექტი

ახალშემონაღები (სიახლე) როგორც საინოვაციო მენეჯმენტის ობიექტი ამონარიდი ძალიან კარგი წიგნიდან : გ.შუბლაძე, ბ.მღებრიშვილი, ფ.წოწკოლაური . მენეჯმენტის საფუძვლები .საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის მიერ რეკომენდებულია სახელმძღვანელოდ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გამომცემლობა «უნივერსალი».თბილისი 2008.

საქართველოს მეცნიერული და საქმიანი წრეებისთვის მენეჯმენტთან შედარებით უფრო ახალი ცნებაა საინოვაციო მენეჯმენტი. ყოფილ საბჭოთა კავშირში და სხვა სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოველივე ახლის დანერგვა ხორციელდებოდა აქტიური სახელმწიფოებრივი ჩარევისა და ცენტრალიზებული საბიუჯეტო დაფინანსების მეთოდებით. საბაზრო ურთიერთობათა პირობებში ახლის დანერგვის ძველი მექანიზმები უკვე არ მუშაობენ, ხოლო ახალი მექანიზმები ფორმირების პროცესშია.

ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში საინოვაციო მენეჯმენტის ცნებას საერთოდ არ იყენებდნენ. სპეციალურ ლიტერატურასა და ოფიციალურ დოკუმენტებში გამოიყენებოდა მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის მართვის (მუშავდებოდა გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი პროგრამა), წარმოებაში მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევათა დანერგვის ცნებები, რაც დამახიათებელი იყო ცენტრალურად მართვადი ეკონომიკისათვის. საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როდესაც დომინირებს კერძო სექტორი (ბიზნესი), კომერციულ ორგანიზაციებს აქვთ სრული იურიდიული და ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სახელმწიფოს ჩარევით რაიმეს დანერგვაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

ინგლისური სიტყვა Innovation ნიშნავს «ნოვაციათა შემოღებას», ანუ «სიახლეთა შემოღებას». სიახლის ცნებაში იგულისხმება ახალი წესრიგი, ახალი მოვლენა, ახალი მეთოდი, გამოგონება და ა.შ. «ახალშემონაღები» _ პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს «ახლის შემოღებას» სიახლის გამოყენების პროცესს. ამრიგად, სიახლე იძენს ინოვაციის მნიშვნელობას. სიახლის ბაზარზე დანერგვის პროცესს უწოდებენ კომერციალიზაციის პროცესს. პრაქტიკაში ერთნაირი მნიშვნელობით გამოიყენება სიახლე, ნოვაცია, ახალშემონაღები, ინოვაცია. ნებისმიერი გამოგონება, ახალი მოვლენა, მომსახურების სახეობა მხოლოდ მაშინ ღებულობს საზოგადოებრივ აღიარებას, როდესაც მიღებულია როგორც ახალი (კომერციალიზაციისათვის), და უკვე ხდება ახალი თვისების მატარებელი (ნოვაცია).

ცნობილია, რომ ერთი თვისობრიობიდან გადასვლა მეორე თვისობრიობაზე მოითხოვს სხვადასხვა რესურსების (ენერგიის, დროის, ფინანსების და ა.შ.) დანახარჯებს. .ი. ინოვაციები საჭიროებენ რესურსების დანახარჯებს, რომელთა შორის ძირითადია ინვესტიციები და დრო. საბაზრო ეკონომიკის, როგორც საქონლის ყიდვა-გაყიდვის ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემის პირობებში, რომლის დროსაც ყალიბდება მოთხოვნა, მიწოდება და ფასი, საინოვაციო საქმიანობის ძირითადი კომპონენტებია იდეები, ინვესტიციები და ინოვაციები. სიახლეები აყალიბებენ ინოვაციების (ნოვაციების) ბაზარს, კაპიტალის (ინვესტიციების) ბაზარს, წმინდა კონკურენციის ბაზარს. ეს სამი ძირითადი კომპონენტი ქმნის საინოვაციო საქმიანობის სფეროს (ნახ. 20.1).

ინოვაციების ცნებაში ფართო გაგებით იგულისხმება სიახლეთა რენტაბელური (მომგებიანი) გამოყენება ახალი ტექნოლოგიების, პროდუქციისა და მომსახურების სახით, საწარმოო, საფინანსო, კომერციული, მმართველობითი და სხვა ხასიათის ახალი ორგანიზაციულ-ტექნიკური და სოციალურ-ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა სახით. დროის პერიოდს იდეის ჩასახვიდან, სიახლეთა შექმნა-გავრცელებიდან. მის გამოყენებამდე უწოდებენ ინოვაციის სასიცოცხლო ციკლს. სამუშაოთა ჩატარების თანმიმდევრობის მიხედვით ინოვაციათა სასიცოცხლო ციკლი განიხილება როგორც ინოვაციური პროცესი.

თეორიასა და პრაქტიკაში არ არსებობს ერთიანი მიდგომა პროდუქტის და მომსახურების სახეების სასიცოცხლო ციკლის ეტაპების ერთობლიობისადმი. პროდუქციის ხარისხის მართვის კომპლექსური სისტემის მეთოდოლოგიაში, რომელიც ფართოდ გამოიყემება დსთ-ის ქვეყნებში, განიხილება პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ოთხი სტადია: გამოკვლევა და დამუშავება; დამზადება; მიმოქცევა და რეალიზაცია; ექსპლოატაცია და მოხმარება.

საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად (ISO 9004) პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი დანაწილებულია უფრო წვრილ ეტაპებად: მარკეტინგი, ბაზრის მოძიება და შესწავლა; ტექნოლოგიურ მოთხოვნათა დაპროექტება ან დამუშავება; პროდუქციის დამუშავება; მატერიალურ-ტექნიკური მომარაგება (ლოგისტიკა); საწარმოო პროცესების მომზადება და დამუშავება; წარმოება; კონტროლი, გამოცდებისა და გამოკვლევათა ჩატარება; შეფუთვა და შენახვა; პროდუქციის რეალიზაცია; მონტაჟი და ექსპლოატაცია; ტექნიკური დახმარება და მომსახურება; პროდუქციის უტილიზაცია გამოყენების შემდეგ.

ინოვაციათა ფორმების მრავალფეროვნების, ინოვაციური პროცესის მთავარი ეტაპების განსაზღვრისათვის განხილულ უნდა იქნეს მისი ძირითადი კომპონენტები: 1) სიახლეთა (ნოვაციის) ბაზრის ძირითადი საქონელია მეცნიერული და მეცნიერულ- ტექნიკური (ტექნოლოგიური) შედეგი _ ინტელექტულაური საქმიანობის პროდუქტი, რომელზეც ვრეცელდება საავტორო უფლებები, რომლებიც გაფორმებულია მოქმედი საერთაშორისო, ეროვნული, კორპორაციული და სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტებით. მსოფლიო პრაქტიკაში განასხვავებენ მეცნიერულ (მეცნიერულ-კვლევით), მეცნიერულ-ტექნიკურ საქმიანობას, აგრეთვე ექსპერიმენტულ (საცდელ-საკონსტრუქტორო) დამუშავებებს. მეცნიერული საქმიანობა მიმართულია ახალ ცოდნათა მიღებაზე, გავრცელებასა და გამოყენებაზე. მას მიეკუთვნება: ფუნდამენტური მეცნიერული გამოკვლევები _ ექსპერიმენტული და თეორიული საქმიანობა, რომელიც ორიენტირენულია ახალ ცოდნათა მიღებაზე ბუნებისა და საზოგადოების განვითარების ძირითად კანონზომიერებათა შესახებ; გამოყენებითი მეცნიერული გამოკვლევები _ მეცნიეული საქმიანობა, რომელიც მიმართულია პრაქტიკული შედეგების მიღებასა და კონკრეტული ამოცანების გადაწყვეტაზე, მათ დანერგვაზე.

მეცნიერულ-ტექნიკური საქმიანობის მიზანია ახალ ცოდნათა მიღება, გავრცელება და გამოყენება ტექნოლოგიური, ინჟინრული, ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტის სფეროში; მეცნიერების, ტექნიკისა და წარმოების, როგორც ერთიანი სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა. სიახლეთა ბაზრის ფორმირება ხორციელდება მეცნიერული ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების, დროებითი სამეცნიეო კოლექტივების, მეცნიერ მუშაკთა გაერთიანებების, კომერციული ორგანიზაციების (ფირმების, კომპანიების) სამეცნიერო- კვლევითი ქვედანაყოფების, დამოუკიდებელი ლაბორატორიების, ეროვნული (სამამულო) და უცხოელი ნოვატორების მიერ.

  1. წმინდა კონკურენციის ბაზარი ეწოდება გამყიდველებისა და მყიდველების ერთობლიობას, რომლებიც დებენ გარიგებებს კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც არც ერთი მყიდველი ან გამყიდველი არ ახდენენ დიდ გავლენას მიმდინარე ფასების დონეზე. ერთი მხრივ, კომერციული ორგანიზაციები და სხვა ეკონომიკური სუბიექტები კონკრეტულ ბრძოლაში იძულებულნი არიან აამაღლონ წარმოების ტექნოლოგიური დონე; გააუმჯობესონ პროდუქციის ან მომსახურების ტექნიკური დონე; განავითარონ წარმოებისა და მართვის ორგანიზაცია; აამაღლონ პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი; უზრუნველყონ მარკეტინგისა და სარეკლამო- საინფორმაციო საქმიანობის ჯეროვანი დონე და სხვა. მეორე მხრივ, ბაზარი უგულებელყოფს სიახლეებს, რომელბსაც გააჩნიათ დიდი მეცნიერულ-პრაქტიკული ფასეულობა, თუ ისინი ვერ უპასუხებენ კომერციული ორგანიზაციების ინტერესებს. კონკურენცია არა იმდენად ასტიმულებს, რამდენადაც აიძულებს კომერციულ ორგანიზაციებსა და სხვა სუბიექტებს წავიდნენ სიახლეთა ბაზარზე ან მიიღონ მონაწილეობა მის ფორმირებაში. სიახლეთა ბაზარზე მონაწილეობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი ფორმებით: საკუთარი მეცნიერული, მეცნიერულ-ტექნიკური და ექსპერიმენტული ბაზის განვითარება სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტულ სამუშაოთა ჩატარებისათვის; გამოკვლევათა ჩატარება სხვა ორგანიზაციებთან ერთად კორპორაციულ საწყისებზე; შეკვეთების გაფორმება სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტულ სამუშაოებზე სხვა ორგანიზაციასთან ერთობლივად. ლიცენზიის შეძენა საქონლის ან მომსახურების წარმოების უფლებაზე და სხვა.
  2. სულ უფრო იზრდება კაპიტალის (ინვესტიციების) ბაზრის მნიშვნელობა. ძნელია მოძებნოს ისეთი ორგანიზაცია, რომელსაც არ უნდოდეს განახლება და სიახლეთა დანერგვა. ოჯახური მეურნეობისთვის აუცილებელია შეიძინოს ან განაახლოს ავეჯი, ვიდეო ტექნიკა, ავტომობლი და ა.შ. საწარმოსთვის სასურველია შეიძინოს ახალი ტექნოლოგიები, რომლითაც შეიძლება კონკურენტუნარიანი პროდუქციის (მომსახურების) გამოშვება საშინაო და საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად. სახელმწიფოს სჭირდება შეიარაღების ახალი სახეები. ენერგიის ეკოლოგიურად სუფთა სახეები, რესურსდამზოგი ტექნოლოგიები და ა.შ. მაგრამ ნებისმიერი ეკონომიკური სუბიექტის სიახლეებზე მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის ძირითადი შემზღუდველია კაპიტალი მისი ყველა სახით (სესხი, საბრუნავი, სააქციო, საწესდებო და სხვა). საინოვაციო სფეროში განმსაზღვრელი როლი განეკუთვნება გრძელვადიან და საშუალოვადიან ინვესტიციებს, ვინაიდან ინოვაციური პროცესი გრძელდება საშუალოდ 3-5 წელი და უფრო მეტი.
მაშასადამე, საინოვაციო სფერო წარმოადგენს ინოვატორების, ინვესტორების, კონკურენტუნარიანი პროდუქციის (მომსახურების) საქონელმწარმოებლების და განვითარებული ინფრასტრუქტურის ურთიერთმოქმედების სისტემას. საინოვაციო საქმიანობა მიმართულია მეცნიერული, მეცნიერულ-ტექნიკური შედეგის და ინტელექტუალური პოტენციალის პრაქტიკულ გამოყენებაზე ახალი ან გაუმჯობესებული პროდუქტის მიღების, კონკურენტუნარიან საქონელზე საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების, სოციალური მოსახურების სრულყოფის მიზნით

რაც შეეხება ინოვაციურ პროცესს, იგი უფრო ფართო ცნებაა და განიხილება სხვადასხვა პოზიციიდან და დეტალიზაციის ხარისხით:
იგი განიხილება როგორც მეცნიერულ-კვლევითი, მეცნიერულ-ტექნიკური, საინოვაციო, საწარმოო სქმიანობის და მარკეტინგის პარალელურ-თანმიმდევრული განხორციელება; 2) იგი განიხილება როგორც ახალშემონაღების სასიცოცხლო ციკლის დროებითი ეტაპები იდეის წარმოშობიდან მის დამუშავებამდე და გავრცელებამდე; 3) იგი განიხილება როგორც პროდუქტის ან მომსახურების ახალი სახეობის დამუშავებისა და გავრცელების დაფინანსებისა და ინვესტირების პროცესი. ამ შემთხვევაში ინოვაციური პროცესი გულისხმობს ინოვაციურ პროექტს, როგორც სამეურნეო პარაქტიკაში ფართოდ გავრცელებული საინვესტიციო პროექტის კერძო შემთხვევას.

ზოგადად ინვესტიციური პროცესი მოიცავს გამოგონების, ახალი ტექნოლოგიების, პროდუქციისა და მომსახურების სახეების, საწარმოო, საფინანსო, მმართველობითი და ინტელექტუალური საქმიანობის სხვა შედეგების მიღებასა და კომერციალიზაციას. ინოვაციური პროცესის ძირითადი ეტაპები და მახასიათებლები წარმოდგენილია ნახ. 20.2.

საინოვაციო საქმიანობა, როგორც ნებისმიერი სამეურნეო (ეკონომიკური) საქმიანობა მოითხოვს სათანადო მართვას ანუ საინოვაციო მენეჯმენტს.

საინოვაციო მენეჯმენტი მოიაზრება სტრატეგიული მენეჯმენტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა უმაღლეს დონეზე. საინოვაციო მენეჯმენტის მიზანია ფირმის (საწარმოს) მეცნიერულ-ტექნიკური და ეკონომიკური საქმიანობის (ბიზნესის) ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა: ახალი პროდუქციის დამუშავება და დანერგვა (სინოვაციო საქმიანობა); მოდერნიზაცია და სრულყოფა იმ პროდუქციისა, რომელსაც უშვებენ; პროდუქციის ტრადიციული სახეების წარმოების შემდგომი სრულყოფა; წარმოებიდან მოძველებული პროდუქციის მოხსნა. ყოველივე ეს განპირობებულია საქონლის კონკურენტუნარიანობის ამაღლებით, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

საინოვაციო მენეჯმენტში მთავარი ყურადღება ექცევა ინოვაციის სტრატეგიისა და ღონისძიებების შემუშავებას, რომლებიც მიმართულია მათ რეალიზაციაზე. ფირმის სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულება ხდება პროდუქციის ახალი სახეების დამუშავება და გამომუშავება, ვინაიდან სწორედ ეს განსაზღვრავს ყველა დანარჩენი მიმართულების განვითარებას.

ამრიგად, საინოვაციო მენეჯმენტის განხორციელება გულისხმობს: საინოვაციო საქმიანობის გეგმებისა და პროგრამების დამუშავებას; ახალი პროდუქციის შექმნისა და მისი დანერგვის პროცესებისადმი დაკვირვებას; ახალი პროდუქტების შექმნის პროექტების განხილვას; ერთიანი საინოვაციო პოლიტიკის გატარებას (ამ მიმართულებით საქმიანობის კოორდინაცია საწარმოო სტრუქტურებში); საინოვაციო საქმიანობის პროგრამების უზეუნველყოფა ფიანანსური და მატერიალური რესურსებით, კვალიფიციური პერსონალით; დროებითი მიზნობრივი ჯგუფების (ადაპტური სტრუქტურების) შექმნა ინოვაციური პრობლემების კომპლექსურად გადაწყვეტისათვის _ იდეიდან პროდუქციის სრულ წარმოებამდე.

გასული საუკუნის 80-იან წლებში მსხვილი ფირმების (კორპორაციების) საინოვაციო პოლიტიკაში ნათლად წარმოჩნდა მატერიალურ-ტექნიკური და საწარმოო- გასაღებითი საქმიანობის (ბიზნესის) მიმართულებათა ორიენტაციის შეცვლის ტენდენცია. სახელდობრ, იგი გამოიხატა გამოსაშვები პროდუქციის ასორტიმენტში ახალი მეცნიერებატევადი ნაწარმის ხვედრითი წილის ამაღლებისაკენ მისწარაფებაში, რომლის გასაღება იწვევს თანამედროვე ტექნიკური მომსახურების _ ინჟინირინგული, ლიზინგური, საკონსულტაციო და ა.შ. მომსახურების გაფართოებას. მეორე მხრივ, გამოვლინდა სწარფვა პროდუქციის წარმოების ხარჯების შემცირებისაკენ. ეს ტენდენციები განსაკუთრებით გამოიკვეთა რადიოელექტრონული ტექნიკის, კერძოდ ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებისა და მიკროპროცესორების, კავშირგაბმულობის საშუალებების, ავიაკოსმოსური ტექნიკის წარმოებაში და სხვა. აღნიშნული და სხვა ტენდენციების გამო, სიახლეთა დამუშავება და დანერგვა გადაიქცა უწყვეტ მართვად პროცესად, როდესაც ინოვაციური იდეები ინტეგრირდება პერსპექტიულ საწარმოო გეგმებსა და პროგრამებში, რომლებიც ასტიმულირებენ შეღწევას ბიზნესის ყველა ახალ სფეროში. სიახლეთა მართვის ახალი სისტემები დანერგილ იქნა მსხვილ მანქანათსაშენებელ კომპანიებში («აი-ბი-ემ» «ჯენერალ ელექტრიკი», «მიცუბიში», «სონი» და სხვა). ამ სისტემების ამოცანებია სპეციალური ქვედანაყოფების, რომლებიც წარმართავენ ფირმის სიახლეებსა და განვითარების პერსპექტიულ მიმართულებებს, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის დაჩქარება, დაგეგმვისა და სტიმულირების პროსესის გამარტივება, სპეციალიზაციის ხარჯზე ახალი პროდუქციის დამუშავებისა და დანერგვის დაჩქარება. ცნობილია, რომ იაპონური ფირმები იპყრობენ მსოფლიო ბაზარს პროდუქციის ახალი სახეების დამუშავების მეშვეობით. მაგალითად, «სეიკომ» პირველმა შექმნა საათი თხევად კრისტალებზე და ამის შედეგად დაიპყრო საათების მსოფლიო ბაზრის დიდი ნაწილი. «ჰონდამ» კი შექმნა მცირე მოტოციკლის ახალი მოდელი, რომელმაც დაიკავა დომინირებული მდგომარეობა თავის კლასში. ანალოგიურ სიტუაციას ჰქონდა ადგილი გემთსაშენ ფირმაში «მაცუსიტა» და სხვა. იაპონური ფირმები ახალი პროდუქციის დამუშავების სამსახურები ჩვეულებრივად მოიცავენ ფირმის საქმიანობის ყველა სფეროს. ისინი ფართოდ იყენებენ კომპლექსურ მიდგომას საინოვაციო საქმიანობისადმი.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

 ჩვენი სერვისები:
ტელეფონი577 235 400, სკაიპიmedgeo.net, ელფოსტაCaumednet@gmail.com.                                   შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე:

  • თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა , ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება;
  • ინფორმაციების უწყვეტი მოძიება მოწოდება საგრანტო კონკურესების გამოცხადების შესახებ;
  • საგრანტო განაცხადების შევსება, აპლიკაციების შევსება ნებისმიერ ენაზე;
  • საგრანტო, ლიზინგის, შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს-გეგმების მომზადება, მათ შორის - ინოვაციური ბიზნეს გეგმების მომზადება;
  • მარკეტინგული კვლევების ჩატარება საქართველოსა და უცხოეთში;
  • ინვესტორთა ძიების პროცესში საკონსულტაციო და საინფორმაციო თანხლება;
  • საქონლის ,მომსახურებების, საინვესტიციო და სხვა კომერციული წინადადებებისა და შეთავაზებების მომზადება;
  • დიდ მოქმედ საწარმოებსა და სასოფლო-სამეურნეო კომპლექსებს ვთავაზობთ აუთსორსინგულ მომსახურებებს ფანდრაიზინგის სფეროში;
  • სპეციალური სერვისები უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისა და მათ შთამომავალთათვის.

●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●●

     ბმები:

     www:

     Blogspot:

      Google:

Комментариев нет:

Отправить комментарий