ჭილაძეები იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ მთავრის ტიტულის მოპოვებას ცდილობდნენ. 1613 წლიდან საჭილაოს სადავო სოფლები (სამეგრელოსა და იმერეთს შორის) სამეგრელოს სამთავროში შევიდა. გვიანდელ შუა საუკუნეებში ჭილაძეები დასუსტდნენ, ხოლო საჭილაო ჭყონდიდის ეპარქიაში შევიდა.
ამ დროიდან ტერიტორიას საჭილაოს ნაცვლად საჭყონდიდლო ეწოდა და ეს სახელწოდება შენარჩუნდა 1803 წლამდე. 1858 წლიდან, რუსეთის მიერ სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ეს ტერიტორია სენაკის მაზრაში შევიდა სუჯუნის საბოქაულოს სახით. 1930 წელს შეიქმნა აბაშის რაიონი, 1963-1966 წლებში შედიოდა გეგეჭკორის რაიონში.
საქართველოს პრეზიდენტის მ. სააკაშვილის 2005 წლის 16 დეკემბრის №2304-რს ბრძანების საფუძველზე მოხდა საქართველოს რაიონების რეორგანიზაცია, რის შედეგადაც არსებული რაიონები შეიცვალა მუნიციპალიტეტებად[4]. სსიპ „აბაშის მუნიციპალიტეტის“ (ს/ნ. 222448643) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის 24 ნოემბერი, ხოლო რეგისტრაციის თარიღი — 2007 წლის 25 თებერვალი[5].
აბაშას გაუმარჯოს!
აბაშელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий