აბაშის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურულ-ისტორიული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით. რაიონის ტერიტორია ვაკე-დაბლობია, აქ არ არის მაღალი მთები ან დიდი ჩანჩქერები, თუმცა ბუნებაში ხეტიალის მოყვარულები ნამდვილად იპოვნიან მიმზიდველ ადგილებს მოგზაურობისთვის და თავგადასავლებისთვის. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს წყემის ნაკრძალი და კაცობურის აღკვეთილი, სადაც ნათელი ჭალის ტყეებით და ულამაზესი ყვავილოვანი მინდვრებით დატკბობას შეძლებთ. რაიონი მიმზიდველია კულტურით დაინტერესებულთათვისაც, აქ მრავალი უძველესი ძეგლი მონახულებას შეძლებთ. აბაშაში შეგიძლიათ მოინახულოთ: სეფიეთის მთავარანგელოზის ეკლესია, კადარის ეკლესია, მაჩხომერის ციხე, ტყვირის ეკლესია, ყურუმულიას ციხე, სუჯუნის ეკლესია და სხვა. რაიონში მდებარეობს ასევე ქართველი მწერლის – კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი. წყარო: georgiantravelguide.com
აბაშას გაუმარჯოს!
აბაშელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий