თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, კლიმატურ-რეკრეაციული მნიშვნელობის და გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული მხარეა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაახლოებით 475-მდე ისტორიული მნიშვნელობის კულტურული და ბუნების უნიკალური ძეგლია, ამასთანავე, გამოირჩევა ბუნების იშვიათი ძეგლების სიმრავლით, რომლებიც მნიშვნელოვან ღირებულებებს წარმოადგენენ ესთეტიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით. მდინარეები: ალგეთი და ქცია (ხრამი) ულამაზეს ხეობებს ქმნიან.
მუნიციპალიტეეტში შესაძლებელია ტურიზმის შემდეგი სახეობების განვითარება: აგროტურიზმი, ეკოტურიზმი, საცხენოსნო, სალაშქრო, კულტურული, დასასვენებელი, ექსტრემალური, მოსალოცი ტურიზმი და სხვა.
ისტორიული მნიშვნელობის ძეგლებიდან აღსანიშნავია გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი, (XIII სკ.), ორმოცი მოწამის გუმბათოვანი ეკლესია (სოფ.ღოუბანი XVI სკ), პირღებულის სამონასტრო კომპლექსი (XIII სკ), ფიტარეთის ჯვარ-გუმბათოვანი კომპლექსი, მანგლისის სიონი, სამშვილდის ნაქალაქარი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ციხე-ქალაქი იყო. ფარცხისის ციხე,რომელიც მდებარეობს სოფელ ფარცხისთან და VIII-IX საუკუნეებში წარმოადგენდა საკმაოდ ძლიერ ციხე-სიმაგრეს. აღსანიშნავია ბირთვისის ციხე – სიმაგრე, რომელიც ბუნებრივ კლდეთა მასივს არის შერწყმული, ხულუტის ციხე და ა.შ
თეთრიწყარო გამოირჩევა ქვაბულების სიმრავლით, რომელთა უმრავლესობაც მდინარე ქციის და მისი შენაკადის ლავურ კანიონებშია თავმოყრილი. აღსანიშნავია სამშვილდის გამოქვაბულები, მუგუთის ქვაბები, თავგურგულას ქვაბები, პირღებულის გამოქვაბულთა კომპლექსი და სხვა
თეთრიწყაროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ენეოლითური ხანის სადგომები, მენპირები, სამაროვნები, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები, მეგალითური ანუ ციკლოპური ნაგებობანი („გმირთნაკვეთი“), „გოხნარის ლოდოვანი“ და სხვა), მეგალითების ზუსტი დათარიღება ძნელია ზოგი მკვლევარი მათ ასაკს სამ ათასწლეულსაც კი მიაკუთვნებს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ასევე გამოირჩევა ბუნების იშვიათი ძეგლების სიმრავლით, აღსანიშნავია ბუნებრივი საყინულე (სოფ. კლდეისთან), ბირთვისის კლდეები, არსენას გამოქვაბული, კლდეკარი და სხვა.
თეთრიწყაროს საქართველოს ისტორიის ფურცლებზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, აქ არაერთი ბრძოლა გადახდენია ქართველ ერს, აღსანიშნავია; დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვება – “ძლევაი საკვირველი“, ფარცხისის ბრძოლა, მარაბდის ბრძოლა, გარისის ბრძოლა და სხვა.
ქალაქ თეთრიწყაროში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც ინახება დაახლოებით 11000 ექსპონანტი, მათ შორის ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური და XX საუკუნის ისტორიის ამსახველი მასალები.
წყარო: tetritskaro.gov.ge
თეთრიწყაროს გაუმარჯოს!
თეთრიწყაროელებს სალამი!
Комментариев нет:
Отправить комментарий