суббота, 23 марта 2024 г.

რა ვნახოთ კასპში


კასპის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა კულტურული ძეგლების სიმრავლითა და ბუნების სილამაზით. ტყეები, ხეობები, შესანიშნავი ხედები და ყვავილოვანი მდელოები საინტერესო და თავგადასავლებით სავსე მარშრუტების დაგეგმვის საშუალებას გვაძლევს. ცხავერისა და ნოსტეს ჩანჩქერებს, სოფელ გოსტიბეს, თავკავთასა თუ სხვა მრავალ საოცარ ადგილს ბევრი მოგზაურობის მოყვარული და ბუნების სიმშვიდეში დასვენების მსურველი სტუმრობს. კასპში ულამაზეს ბუნებასთან ერთად ბევრი მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლიც გვხვდება.

აღსანიშნავია უნიკალური ჩუქურთმებით შემკული, ჰარმონიული პროპორციებით გამორჩეული სამთავისის ტაძარი, ქართული ხუროთმოძღვრების საეტაპო და მნიშვნელოვანი ძეგლი – ქვათახევის მონასტერი, მრავალფეროვანი რკონის სამონასტრო კომპლექსი, რკონის ციხე, სხვილოს ციხე და სხვა.

კასპში მდებარეობს აგრეთვე ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლი – გრაკლიანი გორა, სადაც შეძლებთ საქართველოს წინარექრისტიანულ კულტურაში მოგზაურობას. ქალაქ კასპში ფუნქციონირებს კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუზეუმში 20 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული, რომლებიც ბრინჯაოს ხანიდან შუასაუკუნეებამდე პერიოდებს მოცავს. რაიონში არის ჰავითა და სამკურნალო წყლებით გამორჩეული კურორტები (ხოვლე, გარიყულა, გოსტიბე), სადაც სასიამოვნო გარემოში დასვენებას შეძლებთ.

წყარო: georgiantravelguide.com

კასპს გაუმარჯოს!
კასპელებს სალამი!

Комментариев нет:

Отправить комментарий